Author Archives: admin

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიდან 500 მილიონი ტონა ნავთობი ტრანსპორტირდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით სანგაჩალის ტერმინალიდან, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ჯეიჰანში ჯამში 500 მილიონი ტონა ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა. 12 დეკემბერს მილსადენში 500 მილიონი ტონა კასპიის ნავთობი გადაიზიდა, 4922-ე Nordorse-ის ტანკერი დაიტვირთა და ტრიესტში (იტალია) გადაიგზავნა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვა 2006 წელს მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვების 15 წლის იუბილეს. SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით. შეგახსენებთ, ...

Read More »
აშშ-ი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას ორი წლის შემდეგ შეძლებს

გაზის ნაკლებობის გამო, ზამთარში უკრაინას ინდუსტრიის გაჩერება ემუქრება

ბუნებრივი აირის მარაგები უკრაინის გაზსაცავებში ყოველდღიურად 2-3%-ით მცირდება, ამასთან ერთად დანაკლისის შევსება ოქტომბრის დასაწყისიდან შეწყდა. ზამთრის დასაწყისში ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი მთლიანი მოცულობის 50%-ზე ნაკლებია – 31 მლრდ.-ის ნაცვლად 16 მლრდ. კუბური მეტრი. თუმცა, 2020 წელს უკრაინა თავს რეკორდული რეზერვებით – 27 მლრდ. კუბური მეტრით – იწონებდა, და გაზის ევროპაში გაყიდვასაც კი გეგმავდა. მაგრამ გავიდა 1 წელი, და ვითარება რადიკალურად შეიცვალა ...

Read More »

გიორგი ბახტაძე გარდაბანში თბოსადგურების მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა გიორგი ბახტაძემ, შპს „გარდაბნის თბოსადგურსა“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა. კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, შვილობილი კომპანიების, თბოსადგურების ხელმძღვანელებისგან მიმდინარე პროცესებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. დეტალურად გაეცნო სამუშაოებს და საჭიროებებით დაინტერესდა. შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან და შპს „გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის დირექტორთან, მერაბ კიპაროიძესთან შეხვედრისას, კორპორაციის ხელმძღვანელმა, თბოსადგურების სამუშაო დღის ...

Read More »

2022 წელს კრიპტო ინვესტიციების ზრდას ვარაუდობენ

2021 წელი ინსტიტუტების მიერ კრიპტოვალუტების საბოლოოდ მიღების წელი იყო. ახლა საინვესტიციო მენეჯერები ამბობენ, რომ აქტივების კლასი მომავალ წელს დიდი გაყიდვისთვის მზადაა. გამოკითხული ინსტიტუტების თითქმის სამი მეოთხედი ამბობს, რომ ციფრული აქტივები 2022 წელს დიდი კორექტირების კანდიდატია. Natixis Investment Managers-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ისინი საცალო ინვესტორებისთვის შესაბამისი ინვესტიცია არ არის. ამავდროულად, ყველა გამოკითხული ინსტიტუტის 28% ამჟამად კრიპტოვალუტებში ინვესტიციებს ახორციელებს. მათგან, თითქმის მესამედმა განაცხადა, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა

ევროპაში გაზის ღირებულებამ სავაჭრო დღის გახსნისათვის 1000 კუბურ მეტრზე 8%-ით გაიზარდა და 1 300 დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. ამ დროისათვის, გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 334 აშშ დოლარს შეადგენს. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი ...

Read More »

გაზი გერმანიისთვის მნიშვნელობას 25 წელში დაკარგავს – ოლაფ შოლცი

გერმანიის ახალმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიისათვის გაზის იმპორტი მნიშვნელობას დაკარგავს, რადგან ქვეყანა ეკონომიკის დეკარბონიზაციაზე გადასვლას გეგმავს. მისი თქმით, გერმანია 2045 წლისთვის გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე უარის თქმას გეგმავს. „25 წელიწადში მსოფლიო ისეთი იქნება, რომ გერმანიასა და ევროპაში გაზის ტრანსპორტირების საკითხი ისეთივე როლს აღარ ითამაშებს, როგორც დღეს“, – განაცხადა კანცლერმა. შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია რუსული გაზის ტრანზიტში უკრაინის დახმარებას განაგრძობს. მისი ...

Read More »

სიცილიაზე გაზის აფეთქების შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა, დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი

კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ რავანუსაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. როგორც მედია პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი. მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებით, ნანგრევებში კიდევ ხუთი ადამიანია მოყოლილი. აფეთქების შედეგად დაზიანებულია მეზობლად მდგომი შენობები, საიდანაც 50-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის იმპორტის ზრდა გრძელდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1042,3 ათასი ტონა, რაც 37,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1004,8 ათასი ტონა) შედარებით და 49,7 ათასი ტონით ანუ 5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,6 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მსოფლიო ბანკის მისიის მხარდაჭერით, საქართველოში ორი მნიშვნელოვანი პროექტია წარმოდგენილი: საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება და ასევე იგეგმება საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადობის ირიგაციისა და მიწის პროექტის განხორციელება. „სამუშაო ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 10 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,15  (+ 0,73)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,67 (+  0,73)  დოლარი/ბარელზე.

Read More »