Author Archives: admin

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

ელექტროენერგიის წარმოება შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა და 11 159.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო (მშრალი) კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით. ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 38.5 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29.3 პროცენტი) და ელექტროენერგია (22.0 პროცენტი). წლის განმავლობაში ...

Read More »

“2022 წელს მოსალოდნელია 10 ახალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა”

2022 წელს გაგრძელდება ახალი პროექტები ენერგეტიკის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის: მოსალოდნელია 10 ახალი ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა – დაახლოებით 30 მგვტ დადგმული სიმძლავრით; ეს არის 120 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია, – Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ასევე იგეგმება ახალი კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დაწყება. დასრულდება კვლევა და გადავალთ პილოტირებაზე უახლესი ტექნოლოგიის მწვანე წყალბადის გამოყენების მიმართულებით. ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავსირის” ცნობით, 2021 წლის 16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.02  (+ 1.14)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.38 (+  1.51)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნათია თურნავა: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნამახვანჰესი“ სახელმწიფოს ძალიან დიდი ჩართულობით აშენდება

„ნამახვანჰესის“ არსებობა საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური პროექტის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. „ნამახვანიჰესი“, ისევე როგორც სხვა მსხვილი წყალსაცავიანი ჰესები, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იგეგმებოდა და შემდეგ სხვადასხვა პერიოდში ან დაიწყო განხორციელება, ან ჯერ იგეგმება, ასეთია ხუდონი, ნენსკრა, ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული აქტივი. ისეთივე სტრატეგიული, როგორიც ...

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 17 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, გლდანის ხევის ...

Read More »
როგორ დგება ელექტროენერგიის ფასი და რატომ ითხოვს "თელასი" ტარიფის ზრდას?!

ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის გადახდის ვადები იცვლება. კომპანია თელმიკოში აცხადებენ, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის ქვითარს ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. ხოლო კომპანია თელასი მრიცხველებს ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში წაიკითხავს. მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადის გადახდა ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შეეძლებათ. გარდა ამისა, მათივე ცნობით, პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. პენსიონრები ...

Read More »

ნათია თურნავა – საქართველო-რუმინეთს შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელის მშენებლობაზე სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის მუდმივი დენის გადამცემი კაბელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. ნათია თურნავას შეფასებით, პოტენციურად ეს არის არანაკლები მნიშვნელობის პროექტი, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 75 დოლარამდე დაეცა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,58%-ით, 0,44 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 75,05 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ევროპელები ირანს აფრთხილებენ, რომ შეთანხმების მისაღწევად “დრო იწურება”

ევროპელი დიპლომატები ბირთვული მოლაპარაკების ფარგლებში ირანის პოზიციების გამო შეშფოთებულები არიან და აცხადებენ, რომ ირანელი დიპლომატები ახალ მოთხოვნებს აყენებენ, რაც „ძვირფასი დროის“ დაკარგვას იწვევს. მათივე განცხადებით, საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის „დრო იწურება“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დიპლომატია ჯერ ისევ საუკეთესო არჩევანია, რომელიც ყველა სხვა ალტერნატივას სჯობს. ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მოლაპარაკება გასულ კვირას განახლდა. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის ...

Read More »

კლიმატის ცვლილების გამო, ნიუ-იორკის გარშემო გიგანტური კედელი აშენდება

კლიმატის ცვლილების მიერ აშშ-ზე დიდი გავლენის მოხდენის გამო ნიუ-იორკის გარშემო გიგანტური კედლის აშენებას გეგმავენ, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. შეერთებული შტატების ეკონომიკური დედაქალაქი კლიმატის ცვლილების მიმართ ძალიან დაუცველია. 836 კმ-იანი სანაპირო ზოლის გამო, ექსპერტები შიშობენ, რომ 2050 წლისთვის ზღვის დონე 20-75 სმ-ით მოიმატებს, რაც ნიუ-იორკს, განსაკუთრებით კი კუნძულ მანჰეტენს, ჩაძირვით დაემუქრება. გარდა ამისა, სეზონურმა ქარიშხლებმა და შტორმებმა ამერიკის უდიდეს ქალაქს მილიარდობით დოლარის ...

Read More »