Author Archives: admin

ალიევი: აზერბაიჯანი შეამცირებს ეკონომიკის დამოკიდებულებას ნავთობსა და გაზზე

აზერბაიჯანი გეგმავს მომავალში შეამციროს ეკონომიკის დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის სექტორზე, მაგრამ ეს სექტორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “ჩვენ ვგეგმავთ მომავალში ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ სულ მცირე კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნავთობი და გაზი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენს ეკონომიკაში”, – თქვა ალიევმა იტალიურ ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

ევროკომისია ბუნებრივ აირსა და ატომურ ენერგიას ეკოლოგიურად სუფთა წყაროებად აღიარებს

ევროკომისია  2021 წლის ბოლომდე აღიარებს, რომ ატომი და ბუნებრივი აირი ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა წყაროა. აღნისნულის შესახებ მის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა. „დილის სამ საათზე დავბრუნდი ევროსაბჭოს სხდომიდან. ევროკომისიის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამ წლის ბოლომდე ევროკომისია განახორციელებს აქტს, რომელიც დაადასტურებს, რომ ატომები და გაზი არის ეკოლოგიურად. მეგობრული ენერგიის წყაროები დაბალი ემისიებით“,- განაცხადა ბაბიშმა. წყარო: report.ge

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურ შემოწმებას ახორციელებენ

წინასაახალწლოდ, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი მიმდინარეობს. დედაქალაქში კი, ინტენსიურად მოწმდება სპორტის სასახლისა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში კონტროლდება ის რეგიონები, სადაც წიწვოვანი ტყეებია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება და ...

Read More »

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: ელექტროენერგიის გადახდის სპეციალური ვადების დადგენა პენსიონერების თხოვნის საფუძველზე მოხდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გადახდის სპეციალური ვადები წესდება. მთლიანად იცვლება ელექტროენერგიის მრიცხველების წაკითხვის სისტემა, რის გამოც დეკემბერში მოქალაქეთა ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს.  ამ სიახლეებთან დაკავშირებით რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი საუბრობს. დეკემბერში ბევრი სიახლეა ელექტროენერგიის მომხმარებლებისათვის, რამ განაპირობა ეს სიახლეები? ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ჭრილში, ...

Read More »
ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 46$-ზე დაბლა დაეცა

BLOCK ENERGY ბურღვით სამუშაოებს იწყებს – კომპანია 8 მლნ ბარელი ნავთობის მოპოვებას ელის

Block Energy-მ ინვესტორებს კიდევ ერთ ჭაბურღილზე ბურღვის დაწყებაზე აცნობა. მეორე ჭაბურღილზე JKT-01Z დაახლოებით 8 მლნ ბარელი ნავთობის მოპოვებაა ნავარაუდევი. ის მდებარეობს ვერტიკალურ ჭაბურღილის  КРТ-39 გვერდით, საიდანაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 450 მლნ ბარელი ნავთობია მოპოვებული. ორივე ჭაბურღილი XIB ბლოკშია განთავსებული. Block Energy-მ საქართველოში ნავთობის და გაზის მოპოვების სამუშაოების გააქტიურებაზე ზაფხულში განაცხადა. კომპანია, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, აცხადებს, რომ განაგრძობს ...

Read More »
EBRD: ”ენგურჰესმა” პირველი კარბონ კრედიტების გაყიდვა დაასრულა

ენგურჰესის შესაძლო გაჩერებაზე განცხადების გაკეთების შემდეგ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი განახლდა

16 დეკემბერს ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თუ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის გარეშე 5-6 დღეში ენგურჰესი მუშაობის შეჩერება ემუქრებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის გარეშე ენგურჰესი, წყლის არასაკმარისი რესურსის გამო, მუშაობას ვეღარ შეძლებს და გაჩერდება, – განაცხადა ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა არჩილ მებონიამ 16 დეკემბერს „ბიზნეს ფორმულასთან” საუბარში.   არჩილ მებონიას განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების და ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.52  (- 2.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.23 (-  2.63)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, ისნისა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს 21 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის შესრულების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კანონმდებლებს ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესახებ და მათი შესრულების მიმართულებით სამინისტროს მხრიდან განხორციელებული საქმიანობის თაობაზე ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა 1 700 აშშ დოლარს გადააჭარბა

ევროპაში გაზის  ფასი 9%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 700 აშშ დოლარს გადააჭარბა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ  ცივი ზამთრის მოლოდინისა და “გაზპრომის” მიერ იამალი-ევროპის გაზსადენის ამოტუმბვის შემცირების ფონზე, საწვავი გაძვირდება. აღნიშნული Intercontinental Exchange-ის მონაცემებიდან ირკვევა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი ...

Read More »