აზერბაიჯანი გეგმავს მომავალში შეამციროს ეკონომიკის დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის სექტორზე, მაგრამ ეს სექტორი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
“ჩვენ ვგეგმავთ მომავალში ნავთობზე და გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ სულ მცირე კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნავთობი და გაზი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენს ეკონომიკაში”, – თქვა ალიევმა იტალიურ გაზეთთან “Il Sole 24 Ore” ინტერვიუში.
მისი თქმით, ამჟამად აზერბაიჯანის ეკონომიკის სტრუქტურა შედარებით დაბალანსებულია.
„ჩვენ შევძელით მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა ნავთობისა და გაზის სექტორის წილი მშპ-ში, რომელიც ახლა 50 %-ზე ნაკლებია. მაგრამ თუ შევხედავთ ჩვენი ექსპორტის სტრუქტურას, მასში 90%-ზე მეტი უკავია ნავთობს, გაზს, ნავთობპროდუქტებს და ელექტროენერგიას. ეს არის ქვეყნის უპირატესობა, რადგან ასეთი ექსპორტი უზრუნველყოფს ქვეყანაში უცხოური ვალუტის დიდი მოცულობით შემოდინებას, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ ეძებს ბაზრებს ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის: „ნავთობი მსოფლიო ბაზარზე, უკვე არის გაზის ბაზრისთვისაც“.