Author Archives: admin

ნარმანია: მიმდინარე წელს მოქალაქეებს კომპანიებისგან უსაფუძვლოდ დარიცხული 3 მილიონ ლარზე მეტი ჩამოვაწერეთ

მედიასთან შეხვედრის დროს სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა კომპანიების მიერ ზედმეტობით დარიცხულ თანხებზე და მოსახლეობას მოუწოდა, რომ ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ სემეკს ან გადაამოწმონ დარიცხვა *303#-ის მომსახურების საშუალებით. „მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობს *303#-ის მომსახურება. მიმდინარე წლის ბოლოს ამ სერვისს დაემატა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის დარიცხული გადასახადის გადამოწმების ფუნქციაც. მოქალაქეებს შეუძლიათ მარტივად, ერთი ღილაკის საშუალებით გაუგზავნონ კომპანიებს მოთხოვნა დარიცხვის გადამოწმებაზე. ...

Read More »

უზბეკეთმა აირიდან სითხედ გარდაქმნის პირველი ქარხანა აამოქმედა

უზბეკეთმა თავისი პირველი, „აირიდან-სითხემდე“ ქარხანა აამოქმედა, $3.6-მილიარდიანი პროექტი, რომელიც შიდაწარმოების აირებიდან მნიშვნელოვან ელემენტებს ამოიღებს და ქვეყნის ნავთობპროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს. UzGTL-ის ქარხანა სამხრეთ-დასავლეთ ქაშკადარიოს პროვინციაში მდებარეობს და ბუნებრივი აირიდან  წელიწადში 1.5 მილიონ ტონა ისეთ სინთეზურ თხევად საწვავს გამოიმუშავებს, როგორიცაა: ნავთი, დიზელი, თხევადი წარმოების ნავთობის გაზი და ნაფტა. გახსნის ცერემონიაზე უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა განაცხადა, რომ 2022 წლის პირველი კვარტლიდან UzGTL-ის ...

Read More »

დავით ნარმანიამ კომისიის 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის გეგმები წარადგინა

კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მედიასთან კომისიის 2021 წლის საქმიანობა შეაჯამა და 2022 წლის გეგმები წარადგინა. დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განხორციელებული პროექტები, ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლებმაც მომხმარებლებს კომუნალური სერვისის მიღება გაუმარტივა. სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის ტარიფების მატება არ იგეგმება. „ძალიან ხშირია სხვადასხვა პირის მიერ ტარიფებით სპეკულაცია და, ...

Read More »

იღბალი თუ წყევლა – როგორ ცხოვრობენ ნავთობით მდიდარი ქვეყნები

ერთი შეხედვით სასარგებლო წიაღისეულის და სხვა ტიპის ბუნებრივი რესურსების სიუხვე ქვეყნის სიმდიდრესა და ეკონომიკურ განვითარებასთან უნდა ასოცირდებოდეს, თუმცა სინამდვილე დიამეტრულად განსხვავებულია. დღევანდელი მსოფლიოშიც და ისტორიაშიც მრავლადაა იმ ქვეყნების მაგალითები, სადაც ბუნებრივი რესურსების აღმოჩენა ეკონომიკურ ჩამორჩენილობისა და განუვითარებლობის საწინდარი გამხდარა. ხშირად ძვირფასი წიაღისეულით ვაჭრობა ამ ქვეყნების პოლიტიკური და ფინანსური ელიტების ექსკლუზიურ ბიზნესად იქცევა. გამონაკლისს წარმოადგენენ ის ქვეყნები სადაც სასარგებლო წიაღისეული ქვეყნის ...

Read More »

სემეკმა ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების შესახებ ენერგეტიკული ბაზრის კვლევა დაიწყო

ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების შესახებ კვლევა შპს „ფშაველას“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. განცხადება შეეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. შპს „ფშაველას“ განცხადების პირველადი შესწავლის ფარგლებში მოპასუხე მხარედ განისაზღვრა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და განცხადების დასაშვებობის დადგენის მიზნით წინასწარ შეფასდა მასში მოცემული ფაქტები, გარემოებები და არგუმენტები. კომისიის მიერ შესწავლილი დოკუმენტაციიდან არ გამოკვეთილა ბაზრის კვლევის დაწყებაზე ...

Read More »

უფასო დენი სვანეთის თავსატეხად იქცა – მესტიაში უკვე ენერგოკრიზისია

ელექტრომომარაგების მხრივ წლევანდელი ზამთრის სეზონი სვანეთისთვის წარმოუდგენლად რთულია. კრიპტოვალუტების მოპოვებიდან გამოწვეულმა პრობლემებმა იმდენად დააზიანა ადგილობრივი ელექტროსისტემა, რომ მოსახლეობას დენი დაბალი ძაბვით მიეწოდება, სასტუმროებს ხანნდახან საერთოდ არა, ხოლო საბაგიროები საერთოდაც გაჩერებულია და არავინ იცის როდის ჩაირთვება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მოუწოდებს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გასულ წლებთან შედარებით ელექტროენერგიის დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” ევროპის ქვეყნებში საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს: ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი არ შეცვლილა  ხოლო  A-98 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა  – 0,01 ევროთი/ლიტრაზე, ასევე  დიზელის საწვავის ფასი უცვლელი დარჩა. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ფინეთში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 27 ...

Read More »

ნარმანია: სვანეთში ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ სვანეთში უკანონო მაინინგის პრობლემა არ აღმოიფხვრება, „ენერგოპროს“ რეგიონისათვის ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება გაუჭირდება. მისი თქმით, უკანონო მაინერები უნდა გაითიშოს და საჭიროების შემთხვევაში, დაყადაღდეს კიდეც. ამასთან, ნარმანიას აუცილებლად მიაჩნია, რომ სვანეთში ელექტროენერგიის საფასური ყველამ გადაიხადოს. „17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში. ეს ჯამურად სამი მეზობელი მუნიციპალიტეტის მოხმარებას ...

Read More »

სემეკ-ის სხდომაზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ-ი) რიგით 56-ე საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. მათ შორის, იმსჯელა ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ. სამომხმარებლო ტარიფები არ გაზრდილა და უცვლელი დარჩა. ტარიფების გადახედვა წარმოადგენდა პროცედურულ საკითხს. შესაბამისად, ტარიფები უცვლელი დარჩა ელექტრომიმიწოდებელი კომპანიებისთვის – „ეპ ჯორჯია მიწოდებისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“ (თელმიკო). პირველად დადგინდა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და ...

Read More »

კიბერუსაფრთხოება ენერგეტიკის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, როგორც ყველა სხვა საქმიანობის სფეროში, ასევე ენერგო სექტორშიც აქტიურად მიმდინარეობს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი. როგორც მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში უკვე წარმოუდგენელია ორგანიზაციების არსებობა და ოპერირება ციფრული ტექნოლოგიების გარეშე − ხორციელდება პროცესების ავტომატიზაცია და IT/OT (საინფორმაციო და საოპერაციო) სისტემების ენერგოინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია (SCADA/DCS), რაც ზრდის ორგანიზაციების შესაძლებლობებსა და საოპერაციო ეფექტურობას. თუმცა, ბევრ დადებით ფაქტორთან და კომფორტთან ერთად, ციფრულ ტრანსფორმაციას აქვს ...

Read More »