სემეკმა ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების შესახებ ენერგეტიკული ბაზრის კვლევა დაიწყო

ბაზრის შემზღუდველი სავარაუდო ქმედების შესახებ კვლევა შპს „ფშაველას“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. განცხადება შეეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.
შპს „ფშაველას“ განცხადების პირველადი შესწავლის ფარგლებში მოპასუხე მხარედ განისაზღვრა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და განცხადების დასაშვებობის დადგენის მიზნით წინასწარ შეფასდა მასში მოცემული ფაქტები, გარემოებები და არგუმენტები. კომისიის მიერ შესწავლილი დოკუმენტაციიდან არ გამოკვეთილა ბაზრის კვლევის დაწყებაზე უარის თქმის კანონმდებლობით განსაზღრული არც ერთი საფუძველი.
კომისიის მიერ ბაზრის კვლევა დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება თავისთავად არ გულისხმობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევის დადასტურებას. ბაზრის კვლევის დაწყება მიუთითებს საკითხის სიღრმისეული შესწავლის აუცილებლობაზე, რომელიც მოემსახურება კომისიის მიერ ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.

Leave a Reply