Author Archives: admin

"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

2021 წელს, დეფაქტო აფხაზეთში, მოხმარებელს, 2020 წელთან შედარებით 15,81%-ით მეტი ელექტროენერგია მიეწოდა

ესკოს ვებგვერდზე 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა. ესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში დე ფაქტო აფხაზეთმა 2 მილიარდ 956 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, საიდანაც 992,7 მლნ კვტ.სთ რუსეთიდან საქართველოში იმპორტის სახითაა შემოსული, ხოლო 1 მილიარდ 963 მილიონ 300 ათასი კვტ.სთ ენგურის და ვარდნილის ჰესებიდან.   დე ფაქტო აფხაზეთის მიერ 2021 წელს ენგურის და ...

Read More »

თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „თბილისი ენერჯიში“ განუცხადეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ანტონოვსკაიას, კარტოზიას, თამარაშვილის, საბურთალოს, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, ვაზისუბნის, ისაკაძის, შარტავას, სახოკიას და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი ...

Read More »

2021 წელი, ჩვენს პლანეტაზე მეხუთე ყველაზე ცხელი წელი იყო

1850 წლით დათარიღებული ჩანაწერებით, უკანასკნელი შვიდი წელი მსოფლიოში ყველაზე თბილი იყო. ევროკავშირის Climate Change Service-ის (C3S) მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საშუალო გლობალური ტემპერატურა 2021 წელს 1.1-1.2°C-ით აღემატებოდა 1850-1900 წლის დონეს. თუმცა ბოლო პერიოდში ყველაზე ცხელი 2020 და 2016 წლები იყო. 2020 წელს პანდემიით გამოწვეული კლების შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს CO2-ის გლობალური ემისიები 4,9%-ით გაიზარდა. ევროკავშირის მეცნიერთა ანგარიშზე ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 90 აშშ დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,8%-ით, 0,72 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 90,56 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გერმანიამ შესაძლოა, ჩრდილოეთ ნაკადი 2 შეაჩეროს

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენციის შემთხვევაში, გერმანიამ შესაძლოა, რომ ერთ-ერთი უდიდესი მილსადენის, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტი შეაჩეროს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიანიშნა, რომ რუსულ აგრესიაზე ბერლინის პასუხი შესაძლოა, ჩრდილოეთ ნაკადი 2 მილსადენის შეჩერებასაც მოიცავდეს. ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ მილსადენის შესახებ კითხვაზე, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება და გერმანიის მიერ ამისთვის ...

Read More »

თურნავა: სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტები აუცილებლად უნდა განვითარდეს

სხვადასხვა დარგში მომზადებული გვაქვს ორმოცამდე საინვესტიციო პროექტი, რომელიც თავის წილ მილიარდობით ახალ ინვესტიციას მოიტანს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას. „ამ პროექტებს ეკონომიკური გუნდის შიგნით ვამუშავებთ და პრემიერ-მინისტრს გავაცანით. ეს არის მაგალითად, განახლებადი ენერგეტიკის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, არა მხოლოდ ჰესები, საუბარია ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე და ისეთ ახალ ტექნოლოგიაზე, ...

Read More »

„გოლდმენ საქსი“ – ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს

საინვესტიციო ბანკ „გოლდმენ საქსის“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, ნავთობის მარაგების კლება გაგრძელდება, თუმცა კლების ტემპი დაიკლებს. ამასთან, გლობალურ ბაზარზე ნავთობის სიჭარბე, მეორე კვარტალში სეზონურ მაჩვენებელზე ნაკლები (დღეში 0.4 მილიონი ბარელი) იქნება. ეს ყველაფერი კი ნავთობზე ფასის ზრდის გაგრძელებას გამოიწვევს. „მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სხვაობის განახლებული მონაცემების საფუძველზე, გრძელვადიან პერიოდში, ბარელი ნავთობის ფასი 90 დოლარს მიაღწევს. შესაბამისად, 2023 ...

Read More »

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ნავთობსადენი აფეთქდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის რაიონში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა. TRT Haber-ის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ხანძარი კაჰამანმარაშ-გაზიანთეპის გზატკეცილზეც გავრცელდა. ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია. ოლქის გუბერნატორმა, ომარ ფარუკ ჯოშგუნმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ამჟამად, დასახლებებს საფრთხე არ ემუქრება“.

Read More »

“თუ პანდემია ცუდ კორექტივებს არ შეიტანს, ნავთობპროდუქტების მოხმარება და იმპორტი ყველა შემთხვევაში გაიზრდება”

2021 წელს საქართველოში საცხებ-საპოხი მასალებისა და საგზაო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, თუმცა საავიაციო ნავთის შემთხვევაში იმპორტი და მოხმარება გაზრდილია, რაც ტურიზმის აღდგენას უკავშირდება. საერთო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სეგმენტურად გარკვეული კლება შეიმჩნევა, ნავთობპროდუქტების ბაზარზე მდგომარეობა მეტ-ნაკლებად  სტაბილურია და რადიკალურად განსხვავდება იმ მოცემულობისგან, რაც პანდემიურ 2020 წელს იყო. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-დეკემბრის  განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,86 ...

Read More »