"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

2021 წელს, დეფაქტო აფხაზეთში, მოხმარებელს, 2020 წელთან შედარებით 15,81%-ით მეტი ელექტროენერგია მიეწოდა

ესკოს ვებგვერდზე 2021 წლის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა.

ესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემების თანახმად, 2021 წლის განმავლობაში დე ფაქტო აფხაზეთმა 2 მილიარდ 956 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, საიდანაც 992,7 მლნ კვტ.სთ რუსეთიდან საქართველოში იმპორტის სახითაა შემოსული, ხოლო 1 მილიარდ 963 მილიონ 300 ათასი კვტ.სთ ენგურის და ვარდნილის ჰესებიდან.

 

დე ფაქტო აფხაზეთის მიერ 2021 წელს ენგურის და ვარდნილის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის (4 მილიარდ 314 მილიონ 600 ათასი კვტ.სთ) 45,5%-ია მოხმარებული.

2007-2021 წლებში დე ფაქტო აფხაზეთმა ენგურის და ვარდნილის ელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიიდან (60 მილიარდ 287 მილიონ 700 ათასი კვტ.სთ) მოიხმარა 25 523 მილიონ 400 ათასი კვტ.სთ ანუ მთელი გამომუშავების 42,34%

2007 – 1255,3 მლნ კვტ.სთ → 36,8%
2008 – 1272,9 მლნ კვტ.სთ → 34,49%
2009 – 1358,3 მლნ კვტ.სთ → 38,78%
2010 – 1377,1 მლნ კვტ.სთ → 27,36%
2011 – 1613,37 მლნ კვტ.სთ → 41,95%
2012 – 1533,657 მლნ კვტ.სთ → 40,8%
2013 – 1605,281 მლნ კვტ.სთ → 37,57%
2014 – 1638,6 მლნ კვტ.სთ → 41,32%
2015 – 1797,2 მლნ კვტ.სთ → 46,01%
2016 – 1926,9 მლნ კვტ.სთ → 45,76%
2017 – 2001,8 მლნ კვტ.სთ → 46,96%
2018 – 1921,7 მლნ კვტ.სთ → 40,39%
2019 – 1990,4 მლნ კვტ.სთ → 49,42%
2020 – 2267,2 მლნ კვტ.სთ → 68,15%
2021 – 1963,3 მლნ კვტ.სთ → 45,5%

2019-2021 წლებში დე ფაქტო აფხაზეთმა მოიხმარა აგრეთვე რუსეთიდან საქართველოსი იმპორტის სახით შემოსული (69,5+285,2+992,7) მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია.

საქართველოში 2021 წელს მომხმარებელზე მიწოდებული 13 მილიარდ 753 მილიონ 147 კვტ.სთ ელექტროენერგიიდან დე ფაქტო აფხაზეთის წილად მოდის 21,49%, თელასის წილად – 20,5%, ენერგო-პრო ჯორჯიას წილად 31.99%, პირდაპირი მომხმარებლის წილად 25,84%, გაჩერებული ელსადგურების წილად კი 0,17%.

საბითუმო ენერგეტიკულ ბაზარზე პირდაპირ მომხმარებლად დარეგისტრირებულ ბიტკოინმომპოვებელი კომპანიების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია შეადგენს 588 მილიონ 800 ათას კვტ.სთ-ს, რაც მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის 4,28%-ია.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply