Author Archives: admin

ევროპამ რუსული გაზი ისრაელის გაზით უნდა ჩაანაცვლოს

ბრიტანეთი და ევროკავშირი რუსული გაზის სექტორისთვის სანქციებს ამზადებენ

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ამზადებენ სანქიცების მსხვილ პაკეტს რუსული გაზის სექტორის წინააღმდეგ. როგორც გაზეთი Financial Times-ი დღევანდელ ნომერში წერს, რესტრიქციების ქვეშ შესაძლოა, მოჰყვეს რუსული გაზის სექტორის სამომავლო პროექტებიც. სტატიაში წერია, რომ ლონდონი და ბრიუსელი ამზადებენ ანტირუსულ სანქციებს, რაც მოიცავს რუსული კომპანიებისთვის ტენქოლოგიების გადაცემის აკრძალვას, რომლებიც დაკავებული არიან საწვავის მოპოვებით. გარდა ამისა, სანქციები შესაძლოა, შეეხოს ბრიტანული ...

Read More »

ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი იყო – ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლა გარდაუვალი და აუცილებელი იყო, ვინაიდან სექტორი ბირჟაზე გადადის და „თელმიკოს“ ბირჟაზე მოუწევს ელექტროენერგიის ყიდვა. „თუ აღრიცხვის ვადები არ მოწესრიგდებოდა, ამ შემთხვევაში მომმარაგებელი კომპანია სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე. მისივე თქმით,  შეიძლება ერთჯერადად ზოგიერთ აბონენტს მეტის გადახდა მოუწია, იმ დღეების გათვალისწინებით, რომლებიც ძველი და ...

Read More »

ვიქტორია ნულანდი – პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებს ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან. მინდა, დღეს გითხრათ გითხრათ – თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ წინ არ წაიწევს“, – განაცხადა ნულანდმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ და მათი მოკავშირეების პოზიცია ერთიანია – გასცენ სწრაფი და მტკიცე ...

Read More »

პუტინი კრიპტო მაინინგს მხარს უჭერს

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს კრიპტოვალუტების მაინინგის დაბეგვრასა და რეგულირებას და ეწინააღმდეგება ცენტრალური ბანკის წინადადებას მისი სრულად აკრძალვის შესახებ. პუტინი მხარს უჭერს იდეას, რომ მოპოვება შეიზღუდოს ჭარბი ელექტროენერგიის მქონე რეგიონებში, როგორიცაა ირკუტსკი, კრასნოიარსკი და კარელია. პუტინის პოზიცია კარგი ამბავია ინდუსტრიისთვის, რომელმაც ბოლო დროს მრავალი წარუმატებლობა განიცადა, მათ შორის ჩინეთის სრული აკრძალვა გასულ წელს და ყაზახეთში მაინინგის დროებით გათიშვა. კემბრიჯის ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გიორგიწმინდას (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, ...

Read More »

ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა ახალ საფეხურზე გადავიდა – რა შეიცვლება მომხმარებლებისთვის

თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლით მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობები ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე გადავიდა და როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ეს პროცესი – აღრიცხვა/გადახდა – გაცილებით სამართლიანი იქნება და სექტორის მომავალი განვითარების წინაპირობებსაც ქმნის. აღრიცხვის ახალი სისტემის სამართლიანობასა და ბაზრის გასაუმჯობესებლად ამ სისტემის უპირატესობაზე ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს. „როდესაც ახალ სისტემაზე გადავედით, გასულ ზაფხულს, მათ შორის „თელმიკოს“ შემოსვლის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი კვლავ 94 აშშ დოლარს მიუახლოვდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,94%-ით, 2,68 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,84 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

Tesla თურქეთში ოფიციალურად შევიდა

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla ოფიციალურად კიდევ ერთ ქვეყანაში შევიდა. ეს არის საქართველოს მეზობელი თურქეთი, სადაც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა და 3,72 მლნ დოლარის კაპიტალდაბანდება მოხდა. კომპანიის უახლოეს გეგმაშია სადილერო ცენტრის გახსნა, რათა გაყიდოს ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ოთხივე მოდელი (Model 3, Y, S და X) და ამავდროულად გამართოს დამტენი ქსელური სადგური Supercharger, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მეზობელ ბულგარეთს, სერბეთს და ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,38 მილიონი ბარელით გაიზარდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,38 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 416,19 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 1,3 მილიონი ბარელით  და შეადგინა  247,92 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 2,8 მილიონი ბარელით და შეადგინა  125,15 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა  100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,6 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

ნავთობის ობიექტზე თავდასხმის შემდეგ, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დრონები აკრძალეს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამომხმარებლო დრონების ფრენები მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალეს, ეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რამდენიმე მსგავსი საფრენი აპარატი გამოიყენეს დედაქალაქ აბუ დაბის ნავთობის ობიექტზე და აეროპორტზე თავდასხმისთვის. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ “მოქალაქეებისთვის დრონების და სხვა მსგავსი საფრენი აპარატების გამოყენება იზღუდება”. Associated Press-ის ცნობით, მსგავსი ფრენები უკვე შეზღუდული იყო საცხოვრებელ ადგილებში, ისევე როგორც აეროპორტებთან ახლოს. გასულ კვირას, რამდენიმე ...

Read More »