Author Archives: admin

რუსეთის ცენტრალური ბანკი და მთავრობა ერთმანეთს კრიპტოს გამო უპირისპირდებიან

რუსეთის მთავრობა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კრიპტოვალუტების ნაწილობრივ დაშვებას ცდილობს. პარალელურად, ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტები შესაძლოა უკანონო საქმიანობისთვის იყოს გამოყენებული. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა წერილში, რომელიც 2 თებერვალს პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინს მისწერა, აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია ამჟამად ნაცრისფერ ეკონომიკაში მიმდინარე ოპერაციებს აღმოფხვრის და მთავრობას ინდუსტრიის კონტროლში დაეხმარება. მოგვიანებით მთავრობამ გამოაქვეყნა მონახაზი, თუ როგორ უნდა მოხდეს ბაზრის რეგულირება, ...

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, სადგერის, ჩხენკელისა და სამგორის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, საინგილოს, გალავნის, ხივინისა და სომხეთის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: ვახუშტის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ 14 თებერვალს, 19:00 საათზე, „თბილისი ენერჯი“ ავარიული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოები დაიწყო. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, მეორე დღის, 15 თებერვლის 8:00 საათამდე. კომპანია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო. თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის.

Read More »

საით წავა ნავთობის ფასი და რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

მცირედი გაიაფების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ მკვეთრად გაიზარდა და ბარელზე აპრილის ფიუჩერსულმა ღირებულებამ $95-ს გადააჭარბა. ბაზარი ჯერ ისევ გაურკვევლობაშია. აშშ-ირანის მოლაპარაკების შედეგები და უკრაინაში შექმნილი ვითარების შესაძლო ცვლილება ფასებზე გარანტირებულ გავლენას მოახდენს. ფასების ვარდნა საქართველოზეც დადებითად აისახება და ინფლაციის ტემპს შეამცირებს, მატების შემთხვევაში პროგნოზი ნეგატიურია. ნავთობზე ფასები დრამატულად კოვიდამდე 2016 წელს შემცირდა, მიზეზი ირანთან წარმატებული მოლაპარაკებები აღმოჩნდა, რის შედეგადაც ირანს ...

Read More »

E-SPACE ელექტროენერგიის კილოვატებით გაყიდვის უფლებას ითხოვს

ელექტრომობილების დასამუხტი აპარატების ქსელის მფლობელი E-Space ელექტროენერგიის კილოვატებით გაყიდვის უფლებას ითხოვს. კომპანია ამჟამად ელექტრონერგიას წუთობრივად ყიდის, რაც მომხმარებლებში გაურკვევლობას იწვევს. „ვაკუუმია კანონმდებლობაში. ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ელექტროენერგიის კოლოვატებით გაყიდვა და წუთობრივად ვყიდით, რაც შეფერხებაა ჩვენთვის. მომხმარებელმა იცის მისი ავტომობილის ბატარეას რამდენი კილოვატი  ელექტროენერგია სჭირდება, მაგრამ ჩვენ მას წუთობრივად ვუკეთებთ ანგარიშსწორებას, რაც დაბნეულობას და გაურკვევლობას იწვევს. გვსურს, სახელმწიფომ მოგვცეს შესაძლებლობა კილოვატებით ...

Read More »

ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიას და უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ

გერმანიას და უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები აქვთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა. აღნიშნული განცხადება მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა. „დეტალურად განვიხილეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები და შეფასებით ნაწილში გვაქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. მე აღვნიშნე, ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს განვიხილავთ ენერგეტიკულ და ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების ...

Read More »

“OPEC +”-ის ქვეყნებმა იანვარში მოპოვების შეზღუდვის შეთანხმება 127%-ით შეასრულეს

იანვრის თვეში “OPEC +”-ის ქვეყნებმა შეთანხმება მოპოვების შეზღუდვის შესახებ 127%-ით შეასრულეს, ამასთან OPEC-ის ქვეყნებმა შეთანხმების შესრულებას 29%-ით გადააჭარბეს, ხოლო ქვეყნებმა, რომლებიც არ შედიან ორგანიზაციაში – 23%-ით. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ექსპერტების განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ამრიგად, ნოემბრის თვეში ბაზარზე არ შევიდა გეგმასთან შედარებით 900 ათასი ბარელი ნავთობი/დღე-ღამეში. „OPEC +-ის მიერ შეთანხმების შესრულებამ იანვარში 127%-ს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის ...

Read More »

როდის დაამტკიცებს გერმანია “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს?

რუსეთმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიცირებისთვის გერმანიის ფორმალური მოთხოვნა შეასრულა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ყველაზე ადრე ივნისშია მოსალოდნელი. რა მოხდა? 26 იანვარს, „გაზპრომის“ შვილობილმა, სააქციო საზოგადოება “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-მა,  გერმანიის ქალაქ  შვერინში კომპანია „Gas for Europe“ (G4E) დააფუძნა. სწორედ G4E-მ უნდა მართოს “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის 54 კილომეტრიანი მონაკვეთი გერმანიის ტერიტორიულ წყლებში და ქალაქ ლუბმინში განლაგებული მიმღებ-გამანაწილებელი ტერმინალი. „გაზპრომის“ აზრით, ამ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 11 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 94.44  (+ 3.03)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.10 (+  3.22)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის შემოსავალმა აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოებიდან $683,114 მილიონი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის (SOFAZ) შემოსავალმა აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ნავთობისა და გაზის საბადოების ბლოკიდან 683,114 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2,8-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 244,946 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, ACG ფონდის მთლიანმა შემოსავალმა 2001 წლიდან (ფუნქციონირების დასაწყისი) 2022 წლის 1 თებერვლამდე 156,056 მილიარდ დოლარს მიაღწია. წყარო: bfm.ge

Read More »