Author Archives: admin

რუსი სამხედროები, რომლებმაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აიღეს, მძიმე რადიაციული ზემოქმედების ქვეშ არიან

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამეცნიერო და ტექნიკური ცენტრი იუწყება, რომ ჩერნობილის ელექტროსადგურის რუსი დამპყრობლები მძიმე რადიაციული ზემოქმედების ქვეშ არიან. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „სიტუაციის აბსურდულობას ემატება ისიც, რომ „უცხოპლანეტელებს“ არ ესმით, რომ ისინი თავად არიან ყველაზე მეტად დასხივებულები. მძიმე ტექნიკით დაბინძურებული ნიადაგისა და მტვრის ფენის მოხსნის შემდეგ, მარშრუტების გავლა აკრძალულია. მათმა მოძრაობამ გამოიწვია გამორიცხვის ზონაში რადიაციული მდგომარეობის გაუარესება“, – აცხადებენ ...

Read More »

რუსეთის ჯარი უკრაინაში უდიდეს ატომურ სადგურს უახლოვდება

უკრაინის ატომური ენერგიის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა ჩაერთონ ქვეყნის 15 ბირთვული რეაქტორის დაცვაში, რადგან რუსული ჯარი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სიტუაციის შესაფასებლად 2 მარტს ვენაში საგანგებო სხდომას მოიწვევს. სააგენტო რამდენიმე დღეა ავრცელებს გაფრთხილებას, რომ ომი ქმნის უფრო ფართო ტრაგედიის რისკს ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის დაზიანებით. “უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ძალიან ყურადღებით და სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდები, განსაკუთრებით ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის ოპერატორი კომპანია ბანკროტად ცხადდება

კომპანია, რომელმაც რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაიყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიამდე, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, ბანკროტად გამოცხადების შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი პროცესებთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შვეიცარიაშია რეგისტრირებული და რუსულ სახელმწიფო გიგანტ კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მანამდე, 1–ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზსადენის ოპერატორმა კომპანიამ ყველა, 140 თანამშრომელი დაითხოვა ...

Read More »

სემეკი ელექტროენერგიის თავისუფალი მიმწოდებლებისთვის ონლაინ შეხვედრას მართავს

საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 4 მარტს, 16:00 საათზე ონლაინ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლის საქმიანობით დაინტერესებული პირებისათვის არსებული მარეგულირებელი ჩარჩოსა და დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა, ასევე მათ მოლოდინებზე მსჯელობა. შეხვედრა გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ქართულ ენაზე. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგი ბმულის საშუალებით: რეგისტრაციის გავლა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 მარტი, ...

Read More »

გაზპრომთან პარტნიორობას SHELL-იც წყვეტს

ენერგეტიკული და ნავთობქიმიური კომპანიების გლობალური ჯგუფი Shell გაზპრომთან პარტნიორობას წყვეტს. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომელსაც CNN აქვეყნებს, Shell აპირებს, დატოვოს გაზპრომთან დაკავშირებული კომპანიები, მათ შორის მისი 27,5%-იანი წილი Sakhalin-II თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტში და მისი 50%-იანი წილი Salym Petroleum Development-სა და Gydan Energy საწარმოში. ამასთან, კომპანია შეწყვეტს მონაწილეობას Nord Stream 2 მილსადენის პროექტში. CNN-ის ცნობით, რუსეთის ამ საწარმოებში კომპანია Shell-ს ...

Read More »

რუსული ნავთობი ტოქსიკური ხდება

უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო სანქციების შესაძლო გამკაცრების ფონზე, რუსული ნავთობკომპანიები ნავთობის გაყიდვისას მნიშვნელოვან სირთულეებს წააწყდნენ. ამრიგად, რიგმა ტრეიდერებმა უკვე შეამცირეს შესყიდვები, ხოლო აშშ-სა და ევროკავშირის განზრახვა, გათიშონ რუსული საბანკო სისტემის უმეტესი ნაწილი SWIFT-ისგან, აძლიერებს პანიკას. გარდა ამისა, გემთმფლობელები მკვეთრად ზრდიან რუსეთის ფედერაციის პორტებში მოძრავი ტანკერების ჩარტერირების ტარიფებს. თავის მხრივ, რუსული ნავთობის მყიდველები სულ უფრო და უფრო მეტად აწყდებიან პრობლემებს მისი გაყიდვისას, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 28 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 100,99 (+  3,06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95,72  (+ 4,13)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

ევროკავშირი შემდეგ ზამთარს რუსული გაზის გარეშეც გადაიტანს

ევროკავშირს შეუძლია შემდეგ ზამთარს რუსული გაზის იმპორტის გარეშე შეხვდეს, თანაც ისე, რომ თავიდან აირიდოს ეკონომიკური ზარალი – აჩვენებს ბელგიური ორგანიზაციის, Bruegel-ის კვლევა. 27 სახელმწიფოსგან შემდგარ ბლოკს მოთხოვნის 10-15%-იანი შეკვეცა მოუწევს, თუკი რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა სადაც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ევროპისთვის რუსული გაზის სატრანზიტო ქვეყანაა. კვლევის თანახმადვე, თუ რუსული ნავთობგიგანტი Gazprom, რომლის აქციებზე ფასი ამ დროისთვის მკვეთრად ...

Read More »
ხანძარმა კანადაში ნავთობი გააძვირა

კანადა არის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ ნავთობზე უარს ამბობს

კანადა დიდი შვიდეულის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთისგან ნედლი ნავთობის იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მისი თქმით, ნავთობის ინდუსტრიას დიდი სარგებელი მოაქვს პრეზიდენტ პუტინისა და მისი ოლიგარქებისთვის. „აღნიშნულ ინდუსტრიაზე რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლის მესამედზე მეტი მოდის. მიუხედავად იმისა, რომ კანადას ბოლო წლებში იმპორტირებული აქვს ძალიან მცირე რაოდენობა. ეს გადაწყვეტილება არის ძლიერი გზავნილი. ის, ვისაც კავშირი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 7,11 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 97,93 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »