ენერგეტიკული და ნავთობქიმიური კომპანიების გლობალური ჯგუფი Shell გაზპრომთან პარტნიორობას წყვეტს.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომელსაც CNN აქვეყნებს, Shell აპირებს, დატოვოს გაზპრომთან დაკავშირებული კომპანიები, მათ შორის მისი 27,5%-იანი წილი Sakhalin-II თხევადი ბუნებრივი აირის ობიექტში და მისი 50%-იანი წილი Salym Petroleum Development-სა და Gydan Energy საწარმოში. ამასთან, კომპანია შეწყვეტს მონაწილეობას Nord Stream 2 მილსადენის პროექტში.
CNN-ის ცნობით, რუსეთის ამ საწარმოებში კომპანია Shell-ს 2021 წლის ბოლომდე $3 მილიარდის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.