Author Archives: admin

IEA – რუსეთი ბაზარზე დღეში 3 მილიონ ბარელ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ვეღარ გაიტანს

აპრილისთვის გლობალურ ბაზარზე დღეში 3 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები ვეღარ გავა. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (International Energy Agency-IEA) ყოველთვიურ მოხსენებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს. IEA მთლიანი რუსული ექსპორტის დღეში 2,5 მილიონი ბარელით შემცირებას პროგნოზირებს, რაშიც ნედლი ნავთობის წილი დღეში 1,5 მილიონ ბარელს, ხოლო ნავთობპროდუქტების წილი 1 მილიონ ბარელს შეადგენს. ამასთან, IEA მოელის, რომ ნავთობპროდუქტებზე რუსეთის შიდა ...

Read More »

OPEC- ის პროგნოზით 2022 წელს ნავთობზე მოთხოვნილება 4,15 მლნ ბარელით გაიზრდება დღე/ღამეში

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) ყოველთვიური ანგარიშის მიხედვით  2022 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა გაიზრდება 4,15 მილიონი ბარელით დღე/ღამეში. აღნიშNულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება” 2022 წლის მესამე კვარტალში ნავთობის გლობალური მოხმარება კვლავ 100 მილიონ ბარელს გადააჭარბებს დღე/ღამეში, რაც შეესაბამება OPEC-ის გასულ თვეში გამოქვეყნებულ პროგნოზს.  ცნობისათვის, OPEC-ის მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიომ 100 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს მოიხმარდა დღე/ღამეში.

Read More »

ნორვეგიული Equinor-ი რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას წყვეტს

რუსეთში პროექტებიდან გასვლის პარალელურად, უმსხვილესი ნორვეგიული ნავთობკომპანია Equinor-ი რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას აჩერებს. „ჩვენ ვაჩერებთ რუსული ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას. ეს ნიშნავს, რომ Equinor არ დადებს ახალ გარიგებებს და არ გადაიტანს ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს რუსეთიდან“,- აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. როგორც Equinor-ში განმარტავენ, იანვარში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე გაფორმებულ კონტრაქტებთან და ტვირთებთან დაკავშირებით კომპანია იმოქმედებს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების შესაბამისად. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარები უკრაინაში 24 ...

Read More »

დავით ნარმანია – ზოგიერთ შემთხვევაში, „თელასის“ თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ მაჩვენებლებს, დაეზარათ მისვლა და იგივე ან პირობითი მაჩვენებელი გადაიტანეს, რაც სემეკ-ის წესების დარღვევაა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, რას უკავშირდება დარღვევები, რომლებიც „თელასის“ შემოწმების შედეგად გამოვლინდა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ზოგიერთ შემთხვევაში, „თელასის“ თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ მაჩვენებლებს, დაეზარათ მისამართზე მისვლა და მომხმარებლებს იგივე ან პირობითი მაჩვენებელი გადაუტანეს. ნარმანიას თქმით, ეს წესების დარღვევაა. „ზოგიერთ შემთხვევაში, „თელასის“ თანამშრომლებს, რომლებიც იღებენ მაჩვენებლებს, დაეზარათ მისვლა და იგივე ან პირობითი მაჩვენებელი გადაუტანეს, რაც სემეკ-ის ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

უმსხვილესმა გერმანულმა კომპანია E.ON-მა რუსული გაზის შესყიდვა შეწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, უმსხვილესმა გერმანულმა კომპანიამ E.ON (EONGn.DE) რუსული გაზის შეყიდვაზე უარი თქვა. როგორც Reuters-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ აქვს გაზის მომწოდებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები და მის პორტფელში მცირე რაოდენობის შესყიდვები გაფორმებულია “გაზპრომის” სავაჭრო კომპანიებთან, E.ON-ი ახალი მოცულობის შესყიდვაზე უარს ამბობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ლეონარდ ბირბრაუმი აღნიშნავს, რომ რუსეთთან გაზის მიწოდებაზე უარის თქმა E.ON-ს დაარტყამს. “რუსეთის ბაზარი არ არის ...

Read More »

დავით ნარმანია – ბუნებრივი აირის თვალსაზრისით, რუსეთზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის, ფინანსური ან ენერგოდამოკიდებულების თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს

2021 წელს რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი ჩვენს მოხმარებაში 15% იყო, ხოლო ელექტროენერგია 7%, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ნაწილში დამოკიდებულების თვალსაზრისით, რუსეთზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის, ფინანსური ან ენერგოდამოკიდებულების თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. ამასთან, ნარმანიას განცხადებით, გარდა რუსეთისა, ელექტროენერგია საქართველოს შემოაქვს ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. „2019 ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო ბოლო კვირებში აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასები გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. სარდინიის სხვადასხვა კუთხიდან ათობით სატვირთო მანქანის მძღოლმა გზატკეცილზე გაფიცვა მოაწყო, რამაც შეაფერხა მოძრაობა. მძღოლები საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებდნენ და მთავრობის დამატებით მხარდაჭერას მოითხოვდნენ. კუნძულ სარდინიაზე საქონელი ძირითადად საავტომობილო გზით შემოდის. საწვავის მაღალი ღირებულება მძიმედ აისახება სატვირთო მანქანების მძღოლების ...

Read More »

დავით ნარმანია – „ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, არ გვაქვს ფუფუნება, ამხელა ინვესტიციაზე, ხალხის დასაქმებასა და იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი

„ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, ჩვენ იმისი ფუფუნების გზა არა გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე, ამდენი ხალხის დასაქმებაზე და შესაბამისად, საპირისპიროდ იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. ნარმანიას თქმით, შიდა თუ გარე, ქვეყნის განვითარების არამოსურნე პირების მიერ იყო აქციები დაორგანიზებული და ჰესის მშენებლობა შეჩერებული. „რამე კითხვები თუ არსებობს, მთავრობამ თქვა, ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდა

უკრაინა ევროპის ერთიან ენერგოსისტემას შეუერთდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. უკრაინული მედიის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ენერგოსისტემა ოფიციალურად შეუერთდა ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელს (ENTSO-E). „უკრაინა „ენერგეტიკული ევროკავშირის“ წევრი გახდა. დასრულდა უკრაინული და ევროპული ენერგოსისტემების გაერთიანება. ახლა ჩვენი ელექტროენერგია მიდის ევროკავშირში, ევროპული კი – უკრაინაში. მადლობა ევროკავშირის ყველა წევრს, განსაკუთრებით კი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

ლიეტუვას რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეწყვეტა სურს

ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეწყვეტა სურს. “ეს შექმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ეს პრობლემები არ იქნება კრიტიკული”,- ციტირებს გიტანას ნაუსედას სიტყვებს BBC. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, 2019 წელს ლიეტუვაში ნავთობის იმპორტის 63% რუსეთიდან განხორციელდა. ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც მან BBC-თან გააკეთა, ეს მაჩვენებელი მას შემდეგ შემცირდა, რაც ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნედლი ნავთობის ყიდვა შეწყვიტა.

Read More »