Author Archives: admin

ნავთობის ფასმა $120-ს გადააჭარბა

2022 წლის 23 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.58 (+4.98)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.72 (+4.71)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეში ბენზინი 17%-ით და დიზელი 43%-ით გაძვირდა

საწვავზე ფასების რეკორდულად ზრდის პარალელურად, საქართველოში დიზელის ფასმა ბენზინისას გადააჭარბა, რაც იშვიათი მოვლენაა. ამის მიზეზი მსოფლიო ტრენდია. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეში 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინის ფასი 17%-ით $917-დან $1072-მდე, ხოლო დიზელის 43%-ით $824-დან $1181-მდე გაიზარდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა კომერსანტთან საუბარში განმარტა დიზელზე ფასების სწრაფი ზრდა ომამდეც შეინიშნებოდა, ომის შემდეგ კი პროცესი დაჩქარდა. ვანო მთვრალაშვილის ...

Read More »

აშშ-ის ყოფილი ელჩი: “უნდა მოხდეს ენერგორესურსების გამოყენება, რუსეთისთვის ფულის გადახდის გარეშე”

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი დასავლეთის ქვეყნებს სთავაზობს, შესყიდული ნავთობის საფასური რუსეთს მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გადაუხადონ. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა. ”რუსეთმა დემოკრატიულ ქვეყნებში ნავთობის ექსპორტი უნდა გააგრძელოს, მაგრამ ნავთობის მიმღებებმა დეპოზიტებზე უნდა გააჩერონ გახარჯული ენერგომატარებლების საფასური იქამდე, სანამ პუტინი ომს არ დაასრულებს”, – დაწერა დიპლომატმა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, პუტინი გადაწყვეტს – შეაჩერებს თუ არა ნავთობის ...

Read More »

უნგრთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდებასთან დაკავშირებით სანქციებს, რადგან ეს უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

უნგრეთი მხარს არ უჭერს რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდებასთან დაკავშირებით სანქციებს, რადგან ეს უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ. „უნგრეთის ბრალი არ არის, რომ ბუნებრივი აირი და ნავთობი რუსეთისგან დიდ როლს თამაშობს უნგრეთის, ცენტრალური ევროპისა და მთელი ევროპის ენერგომომარაგებაში“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Read More »

ევროკავშირის ლიდერები გაზის ერთობლივად შეძენაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, მომავალი ზამთრისთვის ბუნებრივი აირის, თხევადი ნატურალური გაზისა და წყალბადის ერთობლივ შესყიდვაზე შეთანხმდნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ გაზის ფასები რეკორდულ ზრდას განიცდის. ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე უარის თქმა გადაწყვიტეს, რაც იმპორტში, დიდი ალბათობით, ახალ მიმწოდებლებს, მათ შორის კატარს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შემოიყვანს. სამიტზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ლიდერები, მომხმარებლებისთვის გაზის ცვალებადი ფასებისგან დასაცავად, ახალ ზომებს შეიმუშავებენ და ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ ეროვნულ ვალუტაში მოუწევთ. პუტინის თქმით, კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის რეზერვების გაყინვით, დეფოლტი გამოაცხადა რუსეთის ფედერაციასთან.

Read More »

ოლაფ შოლცი – ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის არ შეუძლია სრულად უარის თქმა

ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსულ ენერგორესურსებზე არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამ მომენტისთვის ორგანიზაციას არ შეუძლია რუსულ ენერგორესურსებზე სრულად უარის თქმა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოლაფ შოლცმა და რობერტა მეცოლამ უკრაინაში რუსეთის აგრესია და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები განიხილეს. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტი უკვე თვალსაჩინოა და ის უფრო ...

Read More »
რომან გოცირიძე - ნაცვლად იმისა, რომ ენერგეტიკის მინისტრი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდეს, გამოდის "გაზპრომის" ადვოკატად

რომან გოცირიძე: სანამ “ახალი ენგური” არ გვექნება, ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ

საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული გახდა. ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს: “მხოლოდ ელექტროენერგიის იმპორტი არაა პრობლემა-ენგურის ჰიდროელექტროსადგურიც რუსეთის კონტროლქვეშაა. სანამ “ახალი ენგური” არ გვექნება, მუდამ ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ. ასეთი “მეორე ენგური” იყო ნამახვანი. იგი, როგორც მარეგულირებელი სადგური, ასევე იძლეოდა ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობას. დღეს მისი პერსპექტივა ბუნდოვანია და რომც მოიძებნოს ახალი ინვესტორი, მის აშენებას მრავალი წელი დასჭირდება. მთავრობა და ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

საქართველოში ეკოსაწვავი 4.19 ლარი, პრემიუმი კი 3.85 ლარი გახდა

რუსეთ-უკრაინის ომის  პარარელურად, ბოლო კვირების განმავლობაში მსოფლიოში საწვავის ფასი იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ  2022 წლის 22 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა, ის მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.48  (-  0,14)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ...

Read More »

გოლეთიანი: ნამოხვანში ვიმარჯვებთ, „ენკას“ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი დაწყებული აქვს

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელიც ნამახვანჰესს აშენებდა, ხეობას ტოვებს და საკუთარი ბაზების დემონტაჟს ახორციელებს. „აქ, ნამოხვანში ვიმარჯვებთ და სულ მალე ეს გამარჯვება გაფორმდება, იმიტომ, რომ „ენკას“ თავისი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი დაწყებული აქვს და გააქვს, ნაწილი ტექნიკისა გაიტანა კიდეც. ვიდრე ხეობა მთლიანად არ გათავისუფლდება და ჩვენი თვალით არ ვნახავთ, მანამდე არ ვტოვებთ აქაურობას, ...

Read More »