Author Archives: admin

დავით სონღულაშვილი: ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის მიღება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან ენერგეტიკული ინტეგრაციის მიმართულებით

ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის შესახებ კაჭრეთში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებულ და პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში ასახულია ჩვენს ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული სისტემის, ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკა, ეროვნული მიზნები და ამოცანები, ენერგეტიკული გაერთიანების ძირითადი მიმართულებები და ამ ამოცანების მისაღწევად გასატარებელი ზომები. შეხვედრაში მონაწილე ...

Read More »

აშშ-ს სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის გაცემის გეგმამ ბაზრებზე ფასები შეამცირა

ხუთშაბათს ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები თავისი სტრატეგიული მარაგიდან 180 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემაზე ფიქრობს. სტრატეგიული მარაგის თითქმის 50 წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს ყველაზე დიდი მოცულობა იქნება. მაისისთვის „ბრენტის“ ვადიანი გარიგებები 6.95 დოლარით, ანუ 6.13 პროცენტით 106.6 დოლარამდე შემცირდა. მაისის კონტრაქტი ხუთშაბათს მთავრდება და ყველაზე აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა ივნისის ვადიან გარიგებებზე, რომელზეც ფასი 6.66 დოლარით, ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.4 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.4 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 409.9 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა  0.8   მილიონი ბარელით  და შეადგინა  238.8  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 1.4  მილიონი ბარელით და შეადგინა  113.5 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,7 ...

Read More »

რუსები ნავთობს მალულად ყიდიან?! – „ჩრდილოვანი ექსპორტი“ 600%-ით გაიზარდა

უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტანკერები სულ უფრო მეტად ქრებიან თვალთვალის სისტემებიდან, რაც პოტენციურ მყიდველებზე ე.წ. ჩრდილოვანი ექსპორტის მანიშნებელია. ამის შესახებ სადაზვერვო კომპანია Windward-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ამი დანიელმა CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული, ბნელი აქტივობის დროს რუსული გემების ტრანსპონდერები საათობით გამორთულია, რასაც ადრე აშშ-ს ოფიციალური პირები „მატყუარა გადაზიდვის“ პრაქტიკად განიხილავდნენ. ...

Read More »

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე არ კონტროლდება – მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე არ კონტროლდება. ამის შესახებ RBC-ukraine სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით წერს. „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციული დაბინძურების დონის მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს“, – წერს სააგენტოს ხელმძღვანელი ევგენი კრამარენკო. მისი თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის დაკვირვება შესაძლებელი იყო ონლაინ რეჟიმში. ახლა მონიტორინგის სისტემა არ მუშაობს, ამიტომ რადიაციული დაბინძურების დონის ცოდნა შეუძლებელია. რადიაციული მონიტორინგის სისტემის უახლესი მონაცემები ...

Read More »

“ხვალიდან არამეგობრული ქვეყნები რუსული გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრაქტები შეწყდება”

“გაზპრომმა” ევროპას შესაძლოა, გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, – წერს რუსული “კომერსანტი” წყაროებზე დაყრდნობით. გაზეთის ინფორმატორების თქმით, „გაზპრომში“ განიხილავენ „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის შესაძლებლობას და ასეთი ნაბიჯის შედეგებს აფასებენ. კრემლმა “არამეგობარ ქვეყნებს” ულტიმატუმი წაუყენა, რომ აპრილიდან გაზის მიწოდების ანგარიშსწორება რუსულ რუბლში უნდა მოხდეს. გერმანია და G7-ის სხვა ქვეყნები 28 მარტის ულტიმატუმს არ დაეთანხმნენ. რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა მაშინვე განაცხადა, რომ, უარის ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

გერმანიაში „გაზპრომის“ ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა

ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსული „გაზპრომის“ გერმანულ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება რუსული სახელმწიფო კომპანიის როლს ევროპაში გაზის ფასის რეკორდულ ზრდაში,– იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ოფიციალური პირები იმ კომპანიების ოფისებს ეწვივნენ (Gazprom Germania GmbH-სა და Wingas GmbH-ს), რომლებიც გერმანული ბაზრის დაახლოებით 20%-ს უზრუნველყოფენ. ხოლო ჩხრეკა ევროპაში გააქტიურებული გამოძიების ფონზე მოხდა – გამოიწვია თუ არა „გაზპრომის“ ქცევამ გაზის ფასების ...

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

„ეკონომიკას ნელი მოგუდვა ელის“. რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის და ევროპის „ბუნებრივი აირის ომი“

ვლადიმირ პუტინმა მთავრობას, „ეროვნულ ბანკსა“ და „გაზპრომს დაავალა“, 31 მარტამდე „არამეგობრულ  სახელმწიფოებთან“ ანგარიშსწორება რუბლებით განახორციელონ. „დიდი შვიდეულის“ წევრებმა (აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, იტალია, იაპონია) უკვე გამოაცხადეს, რომ რუსეთს გაზისთვის რუბლით არ გადაუხდიან. ამ განცხადებას შეუერთდა მთელი ევროკავშირიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ რუბლით გადახდაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუწყდებათ. რას მოუტანს ეს დასავლეთს, რუსეთის ...

Read More »

ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ახალ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ახალ დირექტორს, არტურ ლორკოვსკის შეხვდა. ნინო თანდილაშვილმა არტურ ლორკოვსკის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროსა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს და კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ნინო ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: საქართველო განიხილავს ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის პროექტს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგოსექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი უნდა იყოს

დავისახეთ ამოცანები, რომლებზეც საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ერთად იმუშავებს – ეს უკავშირდება, დიდწილად, ჩვენი რეფორმის პროცესში კლიმატნეიტრალურობის თემის ასახვას და საქართველო უკვე განიხილავს ენერგეტიკისა და კლიმატის სტრატეგიის პროექტს, რომელიც, ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგოსექტორის განვითარების ფუნდამენტური დოკუმენტი უნდა იყოს. ვფიქრობ, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს და საქართველოს გეგმა იქნება სრულად ჰარმონიაში ევროპულ პრინციპებთან და მიდგომებთან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ...

Read More »