დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იეპპე კოფორდის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და დანიის მთავრობებს შორის საგრანტო შეთანხმებას პროგრამის „ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისთვის“ მხარდაჭერის შესახებ. საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. შეთანხმებაზე ხელმოწერამდე მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განახლებად ენერგეტიკასა და ენერგოეფექტურობაზე. ...
Read More »