Author Archives: admin

მსოფლიო ბანკმა თურქეთს „მწვანე სოფლის მეურნეობის“ გასაძლიერებლად $341-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა

სოფლიო ბანკმა თურქეთს, მდგრადი და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის სექტორისა და „კლიმატურად ჭკვიანი“ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, $341-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა. თურქეთის კლიმატურად ჭკვიანი და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის ზრდის პროექტი (TUCSAP) თითქმის 14 მილიონ ჰექტარზე მიწისა და ნიადაგის შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გამოყენებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის გაუმჯობესებას, ტექნოლოგიების გამოყენებით რესურსების ეფექტიანობის ზრდასა და ნახშირბადის ემისიების შემცირებას. 2020 ...

Read More »
რატომ შეიქმნა თბილისის ზღვა – დედაქალაქის უდიდესი წყალსაცავის საგანძური

წყლის რესურსების მართვის საკითხებს ახალი კანონი დაარეგულირებს

წყლის რესურსების მართვის საკითხებს ახალი კანონი დაარეგულირებს. პარლამენტი “წყლის რესურსების მართვის შესახებ”კანონპროექტს განიხილავს.  პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით სრულიად ახალ სტანდარტებს აწესებს და ნერგავს წყლის სააუზო მართვის სისტემას, რომლის თანახმად, ჩვენი ქვეყანა დაიყოფა მდინარეების აუზებად და სწორედ, ამ აუზების ფარგლებში მსხვილი მდინარეები ...

Read More »

საფრანგეთი ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა ევროკავშირის ქვეყნებს „მომდევნო კვირებში“ რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებისკენ მოუწოდა. ლე მერის განცხადებით, საფრანგეთი მზადაა რუსული ქვანახშირის იმპორტზე სანქციები ნავთობზეც გაავრცელოს. „ენერგეტიკის სფეროში რუსეთის უმთავრესი შემოსავალი ნავთობიდანაა. ყველაზე მეტად რუსეთს სწორედ ნავთობის იმპორტის შეჩერება დააზიანებს“, – თქვა მინისტრმა France Info-სთან ინტერვიუში. თუმცა, ლე მერი აღნიშნავს, რომ ემბარგოს გამოცხადებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსი სჭირდება, რომლის მიღწევასაც დრო ...

Read More »

IEA სტრატეგიული მარაგებიდან 60 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების მიზნით 60 მილიონ ბარელ ნავთობს საკუთარი სტრატეგიული მარაგებიდან გამოყოფს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ფასებმა დაახლოებით 5%-ით დაიკლო. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 96$-მდე შემცირდა, ხოლო ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე $101 შეადგინა.

Read More »

რუსმა სამხედროებმა თხრილები გააკეთეს ჩერნობილის ელექტროსადგურთან ახლოს, იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკიდურესად რადიოაქტიურ ზონადაა მიჩნეული

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, უკიდურესად რადიოაქტიურ ზონაში, რუსული სამხედრო პოზიციებისთვის, თხრილებია მოწყობილი, – ინფორმაციას CNN-ი უკრაინელის სამხედროების მიერ Telegram-არხზე გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, თხრილები, რომლებიც ახლა მიტოვებულია, ე.წ. წითელი ტყის ტერიტორიაზე გაკეთდა. ამ ადგილს ეს სახელი 1986 წლის გაზაფხულზე, რადიოაქტიური გაჟონვის შემდეგ ეწოდა, ვინაიდან ჩერნობილის კატასტროფის გამო, რადიაციული ზემოქმედებით, ხეები გაწითლდა. ამ ზონაში, რაიმე სამუშაოს წარმოება სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალულია. ჩერნობილის სადგურის თანამშრომლების განცხადებით, მძიმე რუსული ტექნიკის ...

Read More »

ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

2022 წლის 6 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.07  (-  5.57)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.23  (-  5.73)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

უკრაინამ რამდენიმე დიდი ენერგეტიკული ობიექტი დაკარგა

ომის დაწყებიდან უკრაინამ დაკარგა რამდენიმე დიდი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან გალუშჩენკომ RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ ვისაუბრებ ქსელების შეფერხებასა და დაზიანებაზე. ზოგადად დიდ ობიექტებზე მოგიყვებით. მთავარია ლუგანსკის თბოელექტროსადგური, რომელიც დავკარგეთ. ეს არის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დროებით აკონტროლებენ რუსები. ახტირსკაიას თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა – ორი საჰაერო ბომბი მოხვდა. ჩერნიგოვის თბოელექტროსადგური, სადაც ასევე იყო განმეორებითი დარტყმები“, – ...

Read More »

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი – რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს

რუსული ნავთობის სრული აკრძალვა ევროპაში ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ჯანეთ იელენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის დაბლოკვის პრობლემა იმაშია, რომ მრავალი ქვეყანა, განსაკუთრებით ევროპაში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ნავთობზე, რაც სავარაუდოდ ფასების ზრდას განაპირობებს. იელენი იმედს გამოთქვამს, რომ ნავთობკომპანიები მოპოვების პროცესს გაზრდიან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და მის მიღმა უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებზე, მათ ...

Read More »

რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნით, ბერლინში აქცია გაიმართა

რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების მოთხოვნით, ბერლინში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მიწაზე იყვნენ დაწოლილები, რითიც პატივი უკრაინაში მოკლულ ადამიანებს მიაგეს. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა „ტვიტერზე“ ავრცელებს. „შეწყვიტე დაპირება, დაიწყე მოქმედება! ბერლინში, რუსეთის გაზზე, ქვანახშირსა და ნავთობზე ემბარგოს დაუყოვნებლივი დაწესების მოთხოვნით, ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის დასასრულს, რუსეთის შემოჭრის შედეგად დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად, მონაწილეები მიწაზე დაწვნენ”, – ნათქვამია რადას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ...

Read More »

513 ხმით 22-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ითვალისწინებს

513 ხმით 22-ის წინააღმდეგევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ითვალისწინებს რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გამო და გამოდიან მოწოდებით,  უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შეიქმნას გაერო-ს სპეციალური ტრიბუნალი. ევროპელი კანონმდებლები ასევე ითხოვენ უკრაინისადმი იარაღის მიწოდების გაზრდას, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ...

Read More »