Author Archives: admin

ჰიდროენერგეტიკის გამოწვევები და მისი განვითარების ისტორია

GREDA: საქართველოს ჰიდროენერგიას 50 მლრდ. კვტ.სთ-ის ათვისების პოტენციალი აქვს

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანას მხოლოდ ჰიდროენერგიის თვალსაზრისით 50 მილიარდი კილოვატ საათის ათვისების პოტენციალი აქვს, თუმცა დღეს მის მხოლოდ 20%-ს იყენებს. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი, მატა გორდეზიანი განმარტავს, განახლებადი ენერგიების რესურსის სრულად ათვისების შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნად იქცევა. “საქართველოს განახლებადი ენერგიების მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი აქვს. მხოლოდ ჰიდროენერგიის თვალსაზრისით, რომელიც ასევე ნულოვან დაბინძურებას გულისხმობს, 50 მილიარდი ...

Read More »

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 31,6%-ით გაიზარდა

საქართველოში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 31,6%-ით გაიზარდა. კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, მარტში რუსეთიდან დენის იმპორტმა 323.858 მლნ კვტ/სთ შეადგინა, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა თებერვალში – 221.488 მლნ კვტ/სთ, ხოლო იანვარში – 291.493 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მარტში რუსეთიდან იმპორტირებული 323.858 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიიდან 191.120 მლნ კვტ/სთ დენი აფხაზეთის უზრუნველყოფას მოხმარდა. ამასთან, გასულ თვეში საქართველოში დენის იმპორტი განხორციელდა ...

Read More »

უნგრეთი: რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციებს მხარს არ დავუჭერთ

ბუდაპეშტი რუსულ ნავთობსა და გაზზე ევროკავშირის სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერს, აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო. „უნგრეთში რუსული გაზის იმპორტი შეფერხების გარეშე ხორციელდება“, – განაცხადა სიიარტომ ანკარაში ვიზიტისას გამართულ პრეს-კონფერენციაზე. უნგრეთი ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე პრორუსული განწყობებით გამოირჩევა. კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს გამოცხადებას განიხილავს. ევროკავშირის მასშტაბით სანქციების შემოღებისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. რუსული ენერგო-მატარებლების ...

Read More »

საწვავის იმპორტში გადახდილი ფული იანვარ-მარტში 72%-ით გაიზარდა

იანვარ-მარტში საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით ძვირი, $245 მლნ დაუჯდა, ეს მაშინ როცა, უშუალოდ იმპორტირებული საწვავის მოცულობა მხოლოდ 1.7%-ით 257 ათას ტონამდე გაიზარდა, საიდანაც 135 ათასი ტონა ბენზინი იყო და 122 ათასი ტონა დიზელი. იმპორტის 27% – 69.4 ათასი ტონა რუმინეთიდან განხორციელდა, 20.9% – 53.7 ათასი ტონა რუსეთიდან, 20.8% – 53.5 ათასი ტონა ბულგარეთიდან, 15.7% – ...

Read More »

პოდოლიაკი – ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის რუსეთის „სისხლისგან დაცლა“ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით

ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის შეიარაღება, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის და გაზის ემბარგოა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ დაწერა. მისი თქმით, წამყვანი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინაში გაჭიანურებულმა ომმა შეიძლება, გამოიწვიოს სასურსათო კრიზისი მთელ მსოფლიოში. „ომის სწრაფად დასრულების ერთადერთი გზა არის უკრაინის შეიარაღება და რუსეთის „სისხლისგან დაცლა“ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს დაწესებით. ვინც აირჩევს ომზე თვალის დახუჭვას, ფასების ზრდის ...

Read More »

აუცილებელი არ არის რუსულ ნავთობზე სანქციები ბლაგვი ინსტრუმენტი იყოს – მოსაზრება

წამყვანი გლობალური დემოკრატიები უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის მიმართ აღშფოთებას გამოხატავენ. თუმცა, ამავდროულად მოსკოვს ასობით მილიარდ დოლარს უხდიან, რომელიც ქვეყანამ შესაძლოა სამხედრო ძალისხმევაზე დახარჯოს. Bloomberg Economics-ის შეფასებით, გაზრდილი ფასების გამო, რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების გაყიდვიდან $320 მილიარდს მიიღებს, რაც გასულ წელთან შედარებით მესამედით მეტია. მეორე მხრივ, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ტალღები არ იკლებს. უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, ნავთობმოვაჭრეებმა, როგორიცაა Vitol-ი და ...

Read More »

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება

საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „ფრანს 5“-ის სატელევიზიო ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ. „დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს რამდენიმე ევროპელ ლიდერთან და პრეზიდენტ ბაიდენთან მოლაპარაკების დროს განვიხილავ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონის თქმით, საფრანგეთი აპირებს, რუსული გაზის საკითხი წინ წაწიოს, რადგან „საფრანგეთს ის არ სჭირდება“. ამასთან, მაკრონმა თქვა, რომ ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე. რაც შეეხება რუსეთიდან ...

Read More »
რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა და როგორია პერსპექტივები

ეს მიკრობები მეთანს სუნთქავენ და ელექტროენერგიად გარდაქმნიან — მკვლევრებმა ენერგიის მოპოვების ახალ გზას მიაგნეს

სათბურის აირებს შორის, მეთანი ყველაზე მავნებელია, რადგან მას კლიმატის კრიზისის უფრო გაღრმავება შეუძლია. ჩვენს ატმოსფეროში ის სულ მცირე 25-ჯერ უფრო ეფექტიანად „ამწყვდევს“ სითბოს, ვიდრე ნახშირორჟანგი. წვისას ის არც ისე ეფექტიანია — ბუნებრივი აირის ენერგიის ნახევარზე მეტი შესაძლებელია გარდაიქმნას ელექტროენერგიად. მეთანის ყოველი ნაწილიდან უფრო მეტი ელექტრონის დაჭერის მცდელობისას, ნიდერლანდელმა მეცნიერებმა ელექტროსადგურის უფრო არატრადიციული ფორმა შეისწავლეს — ისეთის, რომლის დასანახადაც მიკროსკოპი დაგჭირდებათ. „ეს შეიძლება ...

Read More »
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს

სუსი: 2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას

„2021 წელს კრემლი აქტიურად ცდილობდა ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას. ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის სფეროში მსხვილი რუსული ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები“, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს განსახილველად წარედგინა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს რამდენჯერმე წამოიჭრა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური რუსების „პოლიტიკურ პროცესებში“ მონაწილეობის ...

Read More »

„მშვიდობა და არა ნავთობი“ – წარწერა რუსულ ნავთობმზიდ ტანკერზე სიცილიის პორტში

იტალიაში ორგანიზაცია  „გრინპისის“ აქტივისტებმა რუსეთის ნავთობმზიდ ტანკერს დიდი ასოებით წააწერეს: „მშვიდობა და არა ნავთობი“. ამ ქმედებით ისინი მოუწოდებენ ევროპის ქვეყნების მთავრობებს,  შეწყვიტონ წიაღისეული საწვავის გამოყენება. გასულ უქმეებზე აქტივისტები ორი რეზინის კატერით მიუახლოვდნენ გემს, რომელიც სიცილიის პორტისკენ მიემართებოდა. მათ გემს ყვითელი საღებავით გაუკეთეს წარწერა. ნავთობმზიდი ტანკერი ლიბერიის დროშით დაცურავს, თუმცა, როგორც ცნობილია, იგი რუსულ გადამზიდ კომპანია „სოვკომფლოტს“ ეკუთვნის. როგორც „გრინპისში“ აცხადებენ, გემი პირველი აპრილიდან პრიმორსკიდან გამოვიდა და ...

Read More »