Author Archives: admin

ზელენსკი – მოვუწოდებთ ევროკავშირს სრული ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებისკენ, მათ შორის ნავთობსა და გაზზე

ორი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ და განვიხილეთ ბევრი საკითხი, მათ შორის სანქციები, იარაღის მიწოდება, ევროკავშირში გაწევრიანება და ფინანსური დახმარება, ასევე საკითხები, რომლებიც ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის აღსადგენად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებენ სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალია გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს ამბობს

Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალია უარს იტყვის მოსკოვის მიერ მოთხოვნილი გაზის საფასურის გადახდის ახალი პირობების შესრულებაზე, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. საუბარია ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე. პუტინის 31 მარტის განკარგულების თანახმად, გაზის ევროპელმა მყიდველებმა უნდა გახსნან ორი ანგარიში, ერთი უცხოურ ვალუტაში და ერთი რუბლში. Gazprombank-ი პასუხისმგებელი იქნება უცხოური ვალუტის რუბლებში კონვერტაციაზე და შემდგომ ამ თანხის Gazprom-ისთვის გადახდაზე. ...

Read More »

დავით ნარმანია: *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი *303#ok-ის მომსახურების ამოქმედებიდან დღემდე  კომუნალური ინფორმაციის მისაღებად 3,153,217 ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციას შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმებაზე ფიქსირდება, – აღნიშნულის შესახებ განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სემეკის მიერ დანერგილ გამარტივებულ მომსახურებებზე საუბრისას. სემეკის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის ...

Read More »

შარლ მიშელი – დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე, ამისთვის პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ

დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რაზეც პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, კრემლის მიზანია, გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და გაყოს ევროკავშირი, მაგრამ ის ვერ მიაღწევს მიზანს. „რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირში ჩვენ ერთხმად მივიღეთ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული ...

Read More »

დავით ნარმანია – რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე რაიმე ფორმის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე რაიმე ფორმის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ჩვენ საფრთხე არ გვემუქრება, – განცხადება ამის შესახებ დავით ნარმანიამ გააკეთა. მისი თქმით, არსებობს ალტერნატიული წყაროები, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში იმპორტის დივერსიფიკაცია იქნება შესაძლებელი. „მარტი მშრალი თვე იყო და შესაბამისად ხდებოდა დიდი იმპორტი. ახლა ჩვენ უკვე გადავდივართ იმ ფაზაში როდესაც ელექტროენერგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდება, რადგან საკმაოდ წყალუხვი გაზაფხული იქნება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონში 21 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, მირცხულავას, გუდაუთის, სამტრედიის და კოსმონავტების ქუჩების მოსახლეობას. ...

Read More »

მაია ბითაძე: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მთელ საქართველოში ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღეს ქალაქ რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის 2021 წლის 1-ელ ივნისს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა რუსთავის საწარმოებში განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი შედეგებისა და მათი აღმოფხვრისთვის გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ასევე საწარმო კომპანიების მიერ თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟებისა ...

Read More »
ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

იტალიური Enel-ი თათარსტანში ქარის ელექტროსადგურის პროექტს აჩერებს

თათარსტანის ენერგეტიკული ფორუმის ფარგლებში, რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ალბერტ კარიმოვმა განაცხადა, რომ ჩისტოპოლის რეგიონში Enel-ის პროექტს , რომელიც 71 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის შექმნას გულისხმობდა გაყინავს. ობიექტზე მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება იტალიურმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით მიიღო. ამის შესახებ  ინფორმაციას rbc სააგენტო ინტერფაქსზე დაყრდნობით ავრცელებს. კარიმოვმა განმარტა, რომ Enel-თან პროექტი უკვე “თითქმის განხორციელების ეტაპზე იყო” მან ასევე  აღნიშნა, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 19 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.25  (-  5.91)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.56  (-  5.65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვები 25%-ით შემცირდა

რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირება კვირაში 8 აპრილიდან 15 აპრილამდე ერთბაშად 25%-ით შემცირდა, იტყობინება Bloomberg გემების მოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, სულ 30 ტანკერმა დატვირთა დაახლოებით 21,8 მილიონი ბარელი ნავთობი რუსული საექსპორტო ტერმინალებიდან. ამრიგად, საზღვაო გზით დღეში საშუალოდ 3,12 მილიონი ბარელი იგზავნებოდა, რაც 25%-ით ნაკლებია. Bloomberg-ის შეფასებით, ნედლი ნავთობის საექსპორტო გადასახადის ამჟამინდელი განაკვეთებით, ყოველკვირეული მიწოდება რუსეთს დაახლოებით $181 მილიონს მოუტანს, რაც ...

Read More »