ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

იტალიური Enel-ი თათარსტანში ქარის ელექტროსადგურის პროექტს აჩერებს

თათარსტანის ენერგეტიკული ფორუმის ფარგლებში, რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ალბერტ კარიმოვმა განაცხადა, რომ ჩისტოპოლის რეგიონში Enel-ის პროექტს , რომელიც 71 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის შექმნას გულისხმობდა გაყინავს.

ობიექტზე მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება იტალიურმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით მიიღო. ამის შესახებ  ინფორმაციას rbc სააგენტო ინტერფაქსზე დაყრდნობით ავრცელებს.

კარიმოვმა განმარტა, რომ Enel-თან პროექტი უკვე “თითქმის განხორციელების ეტაპზე იყო” მან ასევე  აღნიშნა, რომ  5 აპრილს, დანიურმა Vestas-მაც  თათარსტანში ქარის ენერგიის პროექტებზე მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply