Author Archives: admin

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 10  მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.88 (+3.23)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.29 (+3.26)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ენერგორესურსებზე უკრაინის ომისგან გამოწვეული ფასების შოკი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს

რუსეთ-უკრაინის ომმა დიდი შოკი მოახდინა სასაქონლო ბაზრებზე, შეცვალა ვაჭრობის, წარმოებისა და მოხმარების გლობალური მოდელები ისე, რომ ფასები ისტორიულად მაღალ ნიშნულზე 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. ნავთობზე ფასების ზრდა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი იყო 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ. ფასების ზრდა სურსათზე, რომლის მსხვილი მწარმოებლები არიან რუსეთი და უკრაინა და სასუქების ფასი, რომელთა წარმოება ...

Read More »

ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტში, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას აპირებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი. ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ ...

Read More »

საუდის არაბეთმა ნავთობის ფასი შეამცირა

ჩინეთის მიერ ახალი ფართომასშტაბიანი ანტი კოვიდ ღონისძიებებისა და რუსეთის მხრიდან მიწოდების გაურკვევლობის ფონზე, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, საუდის არაბეთმა ნავთობზე ფასი პირველად შეამცირა. ერთი ბარელის ღირებულება 9,35 დოლარის ნაცვლად 4,40 დოლარს შეადგენს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამას გარდა, ფასებმა დაიკლო ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვისაც, ამერიკისთვის კი ის ისევ მაისის დროინდელი ღირებულების დარჩა. საუდის არაბეთის მიერ ნავთობის ფასის ცვლილება დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომზე, ასევე ...

Read More »

იაპონური Idemitsu უარს ამბობს რუსეთისგან ნავთობის შეძენაზე

იაპონიის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, Idemitsu, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთიდან ნავთობის ეტაპობრივად გაყვანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. „ჩვენ წარსულში ვახორციელებდით რუსეთიდან ნავთობის იმპორტს, მაგრამ ნათლად ვაცხადებთ, რომ მომავალში ნავთობის იმპორტს არ ვაპირებთ“, – განაცხადა შუნ-იჩი კიტომ. 5 მაისს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიტი ჰაგიუდამ განაცხადა, რომ ტოკიო არ აპირებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული ნავთობის იმპორტი, ...

Read More »

გერმანია ამზადებს ანტიკრიზისულ გეგმას რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის

Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, გერმანია ემზადება რუსული გაზის მიწოდების მოულოდნელი შეწყვეტისთვის საგანგებო პაკეტით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კრიტიკულ კომპანიებზე კონტროლის აღებას. გეგმის კოორდინირებას ეკონომიკის სამინისტრო ახდენს. გასულ წელს რუსული გაზი გერმანიის იმპორტის 55%-ს შეადგენდა. ქვეყანას სურს შეწყვიტოს შესყიდვები რუსეთიდან, მაგრამ ელის, რომ დიდად იქნება დამოკიდებული მოსკოვზე 2024 წლის შუა რიცხვებამდე. გაურკვეველი რჩება, მოხდება თუ არა გაზის მოულოდნელი შეწყვეტა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გერმანიას ...

Read More »

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. კერძოდ, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, დელისის III ქუჩის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, ,პეტრე ...

Read More »

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო უკრაინა ევროპისკენ რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს აჩერებს

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო უკრაინა ევროპისკენ რუსული გაზის მესამედის ტრანზიტს 11 მაისიდან შეაჩერებს. ამ ინფორმაციას უკრაინის ბუნებრივი აირის სისტემის სისტემის ოპერატორი კომპანია ავრცელებს. „ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელია გაზის შემდგომ ტრანსპორტირება გეოგრაფიულ სისტემა Сохрановка-ით და ნოვოპსკოვის სასაზღვრო საკომპრესორო სადგურით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს ”, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირების სისტემის მთელი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 6%-ით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 7,49 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 111,55 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ბიტკოინის ფასი $30,000-ზე დაბლა დაეცა

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 3.9%-ით, $29,764-მდე დაეცა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. კრიპტოვალუტების ფასების ვარდნა ემთხვევა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რისი მიზანიც მზარდი ინფლაციის შეკავებაა. ის ზღუდავს ლიკვიდურობას და ინვესტორებს სპეკულაციურ აქტივებზე უარის თქმისკენ უბიძგებს. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »