ბიტკოინის ფასი $30,000-ზე დაბლა დაეცა

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 3.9%-ით, $29,764-მდე დაეცა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.

კრიპტოვალუტების ფასების ვარდნა ემთხვევა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რისი მიზანიც მზარდი ინფლაციის შეკავებაა. ის ზღუდავს ლიკვიდურობას და ინვესტორებს სპეკულაციურ აქტივებზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply