იაპონიის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, Idemitsu, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთიდან ნავთობის ეტაპობრივად გაყვანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება.
„ჩვენ წარსულში ვახორციელებდით რუსეთიდან ნავთობის იმპორტს, მაგრამ ნათლად ვაცხადებთ, რომ მომავალში ნავთობის იმპორტს არ ვაპირებთ“, – განაცხადა შუნ-იჩი კიტომ.
5 მაისს იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიტი ჰაგიუდამ განაცხადა, რომ ტოკიო არ აპირებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული ნავთობის იმპორტი, როგორც შესაძლო სანქციების ზომა. მისი თქმით, მიზეზი ქვეყნის შეზღუდულ ენერგორესურსებშია.