Author Archives: admin

ალექსეი მილერი აცხადებს, რომ “გაზპრომი”, რომელიც ამცირებს მიწოდებას ევროპისთვის, “საკუთარი წესებით” თამაშობს

რუსული ენერგეტიკული გიგანტის, “გაზპრომის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მოსკოვი გერმანიასა და იტალიაში გაზის მიწოდების შემცირების შემთხვევაში საკუთარი წესებით თამაშობს. “პროდუქტი ჩვენი, წესებიც ჩვენია. ჩვენ არ ვთამაშობთ წესებით, რომლებიც თავად არ შეგვიქმნია,” – თქვა ალექსეი მილერმა 16 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. 15 ივნისს “გაზპრომმა” განაცხადა, რომ 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდა ბუნებრივი აირის გადატუმბვა “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენით, კომპლექს ...

Read More »

ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.   გასვლითი სხდომა ორი დღის განმავლობაში გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ტექნოპარკის შენობაში გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების, აგრეთვე სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. სალომე ვარდიაშვილმა ვრცლად უპასუხა დასმულ შეკითხვებს. ენერგოომბუდსმენის ანგარიში დადებითად შეფასდა.

Read More »

ალიევი: აზერბაიჯანმა ცალკეული ევროპული ქვეყნებისგან გაზის მიწოდებაზე მიმართვა მიიღო

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმართეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს მეცხრე გლობალურ ფორმუზე „გლობალური წყობილების საფრთხეები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბოლო თვების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ მომართვა რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, რაც დაკავშირებულია გაზის მიწოდებასთან და ჩვენ უნდა მოვინდომოთ, რომ დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები“, – განაცხადა ალიევმა, ისე რომ არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი. ...

Read More »

ნოვაკი: წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა 150 დოლარს გადააჭარბოს

2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა 150 დოლარს გადააჭარბოს ბარელზე, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „პრინციპში არ გამოვრიცხავ, რომ წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი იყოს 150 დოლარი ბარელზე და, შესაძლოა, უფრო მეტიც კი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ლოგისტიკაზე, რომელიც ჩამოყალიბდება ევროპაში“, – განაცხადა ნოვაკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე მაღალი ფასების ...

Read More »

რუმინეთმა შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მოპოვება დაიწყო

რუმინეთმა, Midia Gas Development-ის (MGD) საშუალებით, შავი ზღვიდან ბუნებრივი აირი პირველად მიიღო. MGD ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, რუმინეთში ოფშორული გაზის განვითარების პირველი პროექტია. Midia Gas Development-ი Black Sea Oil & Gas-ის მიერ განხორციელებული პროექტია, რომელიც, თავის მხრივ, გლობალურ საინვესტიციო ფირმა Carlyle International-ისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ეკუთვნის. პროექტი შავ ზღვაში, Ana-სა და Doina-ს ბუნებრივი აირის საბადოებზე ხორციელდება. Midia ...

Read More »

აშშ-მ ირანის ნავთობ-ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ირანის ნავთობქიმიურ ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა. შეზღუდვები გავრცელდება ჩინურ და საამიროების კომპანიებზეც, რომლებიც ირანს ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტში ეხმარებიან. „შეთანხმების არარსებობის ფონზე ირანისთვის ნავთობის, ნავთობ- და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ხაზინის ვიცე-მდივანმა ბრაიან ნელსონმა. გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის ...

Read More »

რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას კვლავ უმცირებს

რუსეთი უმსხვილეს ევროპულ მყიდველებს გაზის მიწოდებას უზღუდავს, რის გამოც ბრიუსელი კრემლს შანტაჟში ადანაშაულებს. ევროპამ ზამთრის რეზერვების გამოყენება დაიწყო, რადგან Gazprom-მა გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის უმსხვილეს მყიდველებს გაზის მოცულობა შეუმცირა. რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა დაიწყო იმ ფონზე, როცა მიმდინარე კვირაში ევროპელი ლიდერები უკრაინის მხარდასაჭერად კიევში ჩავიდნენ, დღეს კი ევროკომისიამ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაუჭირა მხარი. კონტინენტის რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველი ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიამ რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა

ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, შეუერთდა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ და რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ 17 ივნისს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. “ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის მთავრობასა და ელიტაზე. ახლა ჩვენ ვკრძალავთ ნავთობის იმპორტს, რომელიც ზღვით ტრანსპორტირდება რუსეთიდან ნორვეგიაში. ნედლი ნავთობის და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდება, მაგრამ წესები ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

მთავრობამ ნამახვანის შემდეგ შესაძლოა, ხუდოჰესის პროექტსაც უხელმძღვანელოს

მთავრობა ხუდონეჰესის პროექტის გაცოცხლებას აპირებს. კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა სპეციალისტების ინფორმაციით, მთავრობასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით იმ მოდელზე, რომელიც ნამახვანჰესთან დაკავშირებით გახმოვანდა. სახელმწიფო ორივე შემთხვევაში აპირებს დიდ საინვეტიციო პროექტში მთავარი როლი შეასრულოს. როგორც დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მირცხულავამ დაადასტურა, სახელმწიფო ხუდონჰესის პროექტის გამოსყიდვის ეტაპზეა. სახელმწიფო მსხვილ ენერგოპროექტების განხორციელების საწყის ეტაპზე იქნება ჩართული, რაც ინვესტორისთვის „მწვანე შუქის“ ასანთებად პროექტის ...

Read More »

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 18 ივნისს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის  მაცხოვრებლებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის და ბოხუას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია თელასის ...

Read More »