ყაზახეთი ნავთობის გასატანად ახალ მარშრუტებს ეძებს. ქვეყნის პრეზიდენტმა, კასიმ ჟომარტ ტოკაევმა, რომელიც რუსეთთან, დასავლეთთან და ჩინეთთან ურთიერთობებში ბალანსის შენარჩუნებას ცდილობს, მთავრობას მიწოდების გზების დივერსიფიცირება დაავალა. 6 ივლისს რუსულმა სასამართლომ კასპური მილსადენის კონსორციუმს (CPC) ნავთობის ექსპორტი 30 დღით აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად „როსტრანსნადზორის“ მიერ გამოვლენილი დარღვევები დასახელდა, რომლებიც „სახიფათო საწარმოო ობიექტების ტექნიკურ მდგომარეობასა და მათი ექსპლუატაციის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვას“ ეხება, ...
Read More »