უკრაინას ევროპისთვის ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ზრდაზე მუშაობს

უკრაინა ცდილობს, სამომავლოდ ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა 6 გიგავატამდე გაზარდოს. ამის შესახებ ინფორმაცია სამთავრობო პორტალზე განთავსდა.

ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას უკვე აქვს ტექნიკური შესაძლებლობები დაახლოებით 1700 მეგავატი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის.

მან ასევე დაამატა, რომ „მწვანე“ ელექტროენერგიის წილი უკრაინის ენერგეტიკულ მიქსში დაახლოებით 70%-ია, ხოლო ევროპაში საშუალო მაჩვენებელი 63%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა შეუერთდა ENTSO-E ევროპულ ელექტრო ქსელს, რომლის წყალობითაც უკრაინაში წარმოებული ელექტროენერგია ევროპულ ბაზარზე გაიყიდება.

ბულგარეთის ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილიევმა გამოთქვა მზადყოფნა მთავრობის დღის წესრიგში დააყენოს უკრაინის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შესყიდვის საკითხის განხილვა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply