Author Archives: admin

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 12 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, იყალთოსა და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილისა და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 15:00 ...

Read More »

საქართველოს მთავრობამ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესი დაამტკიცა

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიიღეს. პროექტი მომზადებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების და მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესის დადგენა, იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება კანონით დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის კრიტერიუმებს. ...

Read More »

ევროკავშირის იმპორტირებულ ბუნებრივ აირში აშშ-ის წილი რუსეთისას სწრაფი ტემპით უახლოვდება, თუმცა ყველაზე დიდი თანხა 26,5 მილიარდი ევრო მაინც რუსეთის ბიუჯეტში წავიდა

ევროკომისიამ 2022 წლის პირველი კვარტლის ევროპის გაზის ბაზრის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის კვარტალური ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნების მიერ 2022 წლის პირველ კვარტალში იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,4 მლრ კუბ.მ-ით, 88 მილიარდ კუბ.მ-მდე გაიზარდა. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ყველაზე მსხვილი იმპორტიორები იყვნენ: გერმანია – 24 მლრ კუბ. მ. იტალია – 18 მლრ კუბ.მ. საფრანგეთი – 11 მლრ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  11 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.86 (-0.16)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.95 (-0.73)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ევროკავშირი ნამიბიასთან წყალბადზე ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს

ნამიბიის წყალბადის სექტორის მხარდაჭერისა და საწვავის საკუთარი იმპორტის გასაზრდელად, ევროკავშირი ნამიბიასთან შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. ნამიბიასთან წყალბადზე ხელშეკრულების გაფორმება ბლოკის მხრიდან რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიის ნაწილია. წყალბადი წიაღისეული საწვავის სუფთა ალტერნატივად ითვლება, რომლის გამოყენებაც ტრანსპორტირებასა და მძიმე მრეწველობაში შეიძლება. მიუხედავად ამისა, მაღალი ხარჯებისა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო, საწვავი ბლოკის ენერგომოთხოვნილების მხოლოდ 2%-ს ფარავს. ევროკავშირი უმეტესწილად „რუხ“ წყალბადს იყენებს, რომელიც წიაღისეული ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

რუსეთი თიშავს მთავარ გაზსადენს ევროპაში, ჯერჯერობით დროებით, თუმცა ევროკავშირში შიშობენ, რომ გაზსადენის მუშაობა აღარ განახლდება

დღეიდან რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას ისტორიულ მინიმუმამდე უმცირებს. „გაზპრომი“ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენს პროფილაქტიკის მიზნით, 10 დღით კეტავს, თუმცა ევროპაში შიშობენ, რომ ეს ბევრად ხანგრძლივი აღმოჩნდება და წინ ენერგეტიკული კრიზისი ელოდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, „გაზპრომი“ სხვადასხვა მილსადენის საშუალებით, ევროპას დღიურად 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. მიმდინარე წლის მაისში ეს ოდენობა ...

Read More »

ენერგეტიკაში ნაციონალიზაციის ტალღა იწყება

ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც გამოწვეულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით, ნაციონალიზაციის ტალღას იწვევს. საფრანგეთის მთავრობა სრულ კონტროლს აიღებს ფინანსურ პრობლემებში მყოფ ბირთვულ გიგანტ EDF-ზე. გერმანია ჩქარობს, მიიღოს კანონმდებლობა და გადაარჩინოს საკუთარი ენერგეტიკული კომპანიები, როგორიცაა Uniper-ი. ევროკავშირი აპირებს, გამოაცხადოს გეგმა მიმდინარე კოორდინირებული ძალისხმევის შესახებ ბუნებრივ აირზე მოთხოვნის შესამცირებლად, ენერგიის დაზოგვის მიზნით და უკეთ მოემზადოს რუსეთიდან მიწოდების სრული შეწყვეტისთვის. გეგმა განიხილება ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე ექვსი დღის ...

Read More »

შავი ზღვის თურქულ სექტორში გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს

შავი ზღვის თურქულ სექტორში, „საქარიას“ გაზის საბადოს მიმართულებით, რომლის რეზერვებიც 540 მილიარდი კუბური მეტრია, გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს. ზღვის სიღრმეში, გაზსადენის გაყვანის პროცესში გემი Castorone ჩაერთო. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ, ფატიხ დონმეზის განცხადებით, გაზსადენის მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი გაზსადენის პირველი მილი, შავ ზღვაში 13 ივნისს ჩაუშვეს, ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. „საქარიას“ საბადოზე გაზის მოპოვება, დღეში 10 მილიონი ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

Eni: „გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა

იტალიის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Eni-ის ცნობით, Gazprom-მა იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება მესამედით შეამცირა. „გაზპრომი დღეში დაახლოებით 21 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მოგვაწვდის, ნაცვლად ბოლო დღეებში მიღებული დაახლოებით 32 მილიონი კუბური მეტრისა”, – ნათქვამია Eni-ის განცხადებაში. იტალიის ეკოლოგიური განვითარების მინისტრის, რობერტო ჩინგოლანის თქმით, იტალია ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულება უახლოეს მომავალში კიდევ უფრო შეამციროს და პარალელურად, ზამთრისთვის რეზერვები შეავსოს. „წლის ...

Read More »

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის დაბრუნება სანქციების დარღვევას არ წარმოადგენს

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისთვის ტურბინის დაბრუნება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ განაცხადა. მისი თქმით, კანადის მიერ ტურბინის დაბრუნება არ წარმოადგენს სასანქციო რეჟიმის დარღვევას, რადგან სანქციები არ ვრცელდება ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის განკუთვნილ აღჭურვილობაზე. გუშინ კანადამ განაცხადა, რომ დააბრუნებს „სიმენსის“ შეკეთებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობისთვის. როგორც მედია წერს, ტურბინა გადაეცემა ...

Read More »