ენერგეტიკაში ნაციონალიზაციის ტალღა იწყება

ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც გამოწვეულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით, ნაციონალიზაციის ტალღას იწვევს.

საფრანგეთის მთავრობა სრულ კონტროლს აიღებს ფინანსურ პრობლემებში მყოფ ბირთვულ გიგანტ EDF-ზე. გერმანია ჩქარობს, მიიღოს კანონმდებლობა და გადაარჩინოს საკუთარი ენერგეტიკული კომპანიები, როგორიცაა Uniper-ი.

ევროკავშირი აპირებს, გამოაცხადოს გეგმა მიმდინარე კოორდინირებული ძალისხმევის შესახებ ბუნებრივ აირზე მოთხოვნის შესამცირებლად, ენერგიის დაზოგვის მიზნით და უკეთ მოემზადოს რუსეთიდან მიწოდების სრული შეწყვეტისთვის. გეგმა განიხილება ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე ექვსი დღის შემდეგ, რაც საფუძველს შექმნის ზაფხულისთვის რეგიონის გაზის საცავების შევსებისთვის.

Bloomberg-ი გლობალური კრიზისის საფრთხის შემქმნელ რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

მწვანე გაზი – ევროპის გადაწყვეტილებამ გაზი და ატომური ენერგია მწვანე აქტივებად განიხილოს, გამოიწვია ფონდების მენეჯერების, კლიმატის აქტივისტებისა და მათი ადვოკატების კრიტიკა. ისინი ამტკიცებენ, რომ ბლოკმა ხელიდან გაუშვა მდგრადი ინვესტიციების ჩამოყალიბების ისტორიული შესაძლებლობა.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply