Author Archives: admin

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამრეწველო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონის პროექტის მიხედვით, ქვეყანაში ახალი ინტეგრირებული სანებართვო სისტემა დაინერგება, რომლის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლი. პროექტი ...

Read More »

ბოლო 6 წელში პირველად, ევროპა ამერიკული ნავთობის ნომერ პირველი შემსყიდველი გახდა

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, ევროპა ამერიკული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი გახდა და აზიას გაასწრო. მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე ევროპამ აშშ-სგან საშუალოდ დაახლოებით 213.1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, აზიამ კი 191.1 მილიონი ბარელი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. აზიის მიერ შესყიდული ამერიკული ნავთობის რაოდენობა ევროპისგან შეძენილს ბოლოს 2016 წელს, იგივე 5-თვიან პერიოდში ჩამორჩა, როცა აშშ-მ ნედლი ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა. რუსულ ...

Read More »

„რუსული გაზის ან „გაზპრომის“ წინააღმდეგ სანქციებს უნგრეთი მხარს არ დაუჭერს“ – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„უნგრეთი არ არის მზად განიხილოს ევროკავშირის შესაძლო სანქციები, რომლებიც მიმართულია რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ და არც რუსული „გაზპრომის“ ან „გაზპრომბანკის“ სანქციების სიაში შეყვანას დაუჭერს მხარს“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა ამჟამად გაზის მარაგებს ავსებს, ამიტომ სანქციებს ვერ შეუერთდება. „უნგრეთში ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მზად არ ვართ განვიხილოთ რაიმე სანქციები გაზის მიწოდებაზე. ჩვენ გვაქვს ორი ...

Read More »

“ბიოდიზელ ჯორჯია” ბიოდიზელის კიდევ ერთი საწარმოს აშენებას გეგმავს

მეურეული მცენარეული ზეთისგან ბიოდიზელის მწარმოებელი კომპანია “ბიოდიზელ ჯორჯია” კიდევ ერთი საწარმოს აშენებას გეგმავს. ახალი ქარხანა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე იქნება ორიენტირებული. როგორც კომპანიის დირექტორი, მურმან პატარაია “ბიზნესპარტნიორთან” განმარტავს, ახალი პროექტის განსახორციელებლად მზადება უკვე დაწყებულია. ცნობისთვის, ბიოდიზელ ჯორჯია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი კომპანიაა, რომელიც ბიო საწვავს აწარმოებს. ბიოდიზელი განახლებადი ენერგიის წყაროა, რომელიც ორგანული ნივთიერებებისგან მიიღება. მას წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებისა და ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

შვეიცარიამ გაზის ნორმირებული მოხმარების გეგმა გამოაქვეყნა

შვეიცარიის მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ზამთარში შესაძლო დეფიციტის გამო ბუნებრივი აირის ნორმირებულ მოხმარებას გულისხმობს. გაზის ნორმირებულ მოხმარებაზე ქვეყანა იმ შემთხვევაში გადავა, თუ სხვა ზომები არასაკმარისი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, სიმონეტა სომარუგამ გამოცემა SonntagsZeitung-ს განუცხადა. მინისტრის თქმით, მთავრობა ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ „გაზი ყოველთვის საკმარისი იქნება.“ ის ამბობს, რომ შვეიცარიაში როგორც გაზის, ასევე, ელექტროენერგიის დეფიციტის შემთხვევაში, ენერგეტიკა ნორმირებული, ...

Read More »

ევროკავშირი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად აზერბაიჯანთან შეთანხმებას ამზადებს

რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის გაზრდას აპირებს. Reuters-ის ცნობით, ამ მიზნით, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა ბაქოსთან შეთანხმების გაფორმება, რომელიც ითვალისიწინებს აზერბაიჯანის მიერ გაზის წარმოების გაფართოებას და მილსადენის ქსელის ზრდას. “მხარეები ცდილობენ ხელი შეუწყონ ბუნებრივი აირით ვაჭრობას, მათ შორის ევროკავშირში ექსპორტის გზით, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით მინიმუმ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ოდენობით ყოველწლიურად 2027 წლამდე”, – ციტირებს ...

Read More »

კანადამ რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

კანადის ხელისუფლებამ მის მიერ მანამდე შემოღებული შემაკავებელი ზომები გააფართოვა და დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის ნავთობის, ბუნებრივი აირისა და სამრეწველო სექტორების წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „15 ივლისს აიკრძალა ორი სამეწარმეო მომსახურების მიწოდება რუსული ნავთობის, გაზის, ქიმიურ და გადამამუშავებელ მრეწველობაში“, – აღნიშნეს კანადის საგარეო უწყებაში. ამრიგად, კანადის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციას, ან იქ არსებულ ნებისმიერ ინდივიდს მიაწოდონ საწარმოო მომსახურება, ...

Read More »

“ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აისახება“

მაკროეკონომიკური ძირითადი მაჩვენებლების განახლებას ​​აგვისტოს დასაწყისში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, დროის მოკლე განაკვეთში ინფლაციასთან დაკავშირებით ბევრი ცვლილება ხდება. გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციაზე პროგნოზი რჩება იგივე. „შემიძლია ვთქვა, რომ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გვაქვს და ტრენდების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება. რაც შეეხება ინფლაციას, აქაც ბევრი ცვლილებები ხდება, ...

Read More »

ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ხელისუფლებასა და მომხმარებლებს, დაზოგონ ენერგორესურსები – ნაკლები ენერგიის გამოყენება კარგია როგორც კლიმატისთვის, ასევე ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის

საფრანგეთს სჭირდება მობილიზება, რათა მოემზადოს ენერგეტიკული დეფიციტის სავარაუდო სცენარისთვის ამ შემოდგომაზე, რადგან რუსეთი ევროპაში მიწოდების შემცირებას იარაღად იყენებს,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონის თქმით, საფრანგეთი მიზნად ისახავს რუსული გაზის გარეშე ცხოვრებას, რაც შეიძლება მალე, რადგან უკრაინის ომის ადრეული დასასრული არ ჩანს. „რუსეთმა უკვე დაიწყო გაზის მიწოდების შეწყვეტა. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი: ის გამოიყენებს გაზს, როგორც ომის იარაღს“, – თქვა მაკრონმა. ...

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა

2022 წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,3% გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰაბაზოვი აცხადებს. „მიმდინარე წლის 6 თვეში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 13,52 მილიარდი კილოვატ/საათით გაიზარდა“, – აღნიშნავს მინისტრი. აქედან 6,64 მილიარდი კილოვატის ექსპორტირება მოხდა. ელექტროენერგიის იმპორტმა კი 71,1 კილოვატ/საათი შეადგინა. ენერგეტიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ჰიდროელექტროსადგურმა 205,3 მილიონი კილოვატ/საათი გამოიმუშავა. ზრდა დაახლოებით 1,163 ...

Read More »