საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა

2022 წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,3% გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰაბაზოვი აცხადებს.

„მიმდინარე წლის 6 თვეში, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება 13,52 მილიარდი კილოვატ/საათით გაიზარდა“, – აღნიშნავს მინისტრი.

აქედან 6,64 მილიარდი კილოვატის ექსპორტირება მოხდა. ელექტროენერგიის იმპორტმა კი 71,1 კილოვატ/საათი შეადგინა.

ენერგეტიკის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ჰიდროელექტროსადგურმა 205,3 მილიონი კილოვატ/საათი გამოიმუშავა. ზრდა დაახლოებით 1,163 მილიარდ კილოვატ/საათამდეა.

Leave a Reply