Author Archives: admin

ერ-რიადი ნავთობის მოპოვებას გაზრდის და უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის შემდეგ საუდის არაბეთმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს ბალანსს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე. აშშ-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეფო ასევე აპირებს ნავთობის მოპოვების დონის 50%-ით გაზრდას ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით. ამის შესახებ The Insider-ი წერს. „ორივე მხარემ აღნიშნა სტრატეგიული, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე კრიზისისა და მისი შედეგების ფონზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – ახლა, როცა ომი გახანგრძლივდა და ენერგიის ფასები იზრდება, ხალხი ფიქრობს, მოქმედებს თუ არა სანქციები, ისინი რჩება პოლიტიკური მოქმედების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარ ბლოგზე დაწერა. ბორელი წერს, რომ ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, მოქმედებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „ის სანქციები, რომლებიც უკვე მიღებულია ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მიერ, ძლიერ აზიანებს ვლადიმერ პუტინს და მის ახლო გარემოცვას და ამ სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე გაგრძელდება. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კარალეთის, ცაბაძის, სამტრედიის, აგლაძის, სტანისლავსკის, გუდაუთის, ელიავას და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ავლაბრის, ...

Read More »

ევროპამ, აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით, აზიურ ქვეყნებს გაუსწრო

ევროპამ, აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით აზიურ ქვეყნებს გაუსწრო და ბოლო 6 წელიწადში ამერიკული ნავთობის მსხვილი მომხმარებელი გახდა. Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ევროპამ საშუალოდ აშშ-დან 213,1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, მაშინ, როცა აზიაში ეს მაჩვენებელი 191,1 მილიონი ბარელი იყო. ბოლოს, ევროპა აშშ-ის ნავთობის შესყიდვებში აზიის ქვეყნებს 2016 წელს უსწრებდა, როცა აშშ-მა ნედლი ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა. ნავთობის ნაკადების ეს ცვლილება ...

Read More »

რატომაა ჩიპები და ნახევარგამტარები თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი რესურსები?

სმარტფონიდან კომპიუტერამდე, ავტომობილიდან თვითმფრინავამდე – ნახევარგამტარები და ჩიპები თანამედროვე სამყაროს უმნიშვნელოვანესი რესურსებია, რომელთა გარეშეც ტექნოლოგიური წარმოება და ახალი პროდუქციის შექმნა არათუ უბრალოდ რთული, არამედ შეუძლებელია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ნახევარგამტარების კოლოსალური მნიშვნელობის შესახებ ფართო საზოგადოებამ 2020 წელს, პანდემიის დადგომისთანავე შეიტყო. აქამდე ყველასათვის შეუმჩნეველი და, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული დეტალი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად რესურსად იქცა. მისი წარმოებისთვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსები ...

Read More »

“ევროპას ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზამთარი ელის”

ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ევროკავშირს ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზამთრის მოლოდინშია. ამის შესახებ რუმინეთის ვიცე-პრემიერმა კელემენ ჰუნორმა B1-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ზამთარი რთული იქნება, კერძოდ, გაზის ფასის მკვეთრი მატების გამო. ”ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ადგენს ფასებს 2023 წლის აპრილამდე, რათა გადავიტანოთ ზამთარი, რომელიც ჩვენი შეფასებით, იქნება მკაცრი … მაგრამ რადგან გაზის ფასები იზრდება ყველგან ...

Read More »

ბაიდენი: ნავთობის მოპოვების კუთხით საუდის არაბეთისგან ნაბიჯებს ველით

აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება, ეს ქვეყანაში ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია პრეზიდენტის რანგში. ბაიდენი პირველად შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს. საუდის არაბეთში ვიზიტის მთავარი თემები ირანის საფრთხე, ისრაელთან ურთიერთობების დათბობა და ნავთობის მოპოვების გაზრდაა. პრეზიდენტი ბაიდენი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ თემაზე პრინცსაც ესაუბრა. ამერიკელი პრეზიდენტი შეეხო ...

Read More »

“ევროპა რუსულ გაზზე ისეა დამოკიდებული, მისი მყისიერი შეწყვეტა შეუძლებელია”

უახლოეს დღეებში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტს წარადგენს, თუმცა, როგორც Reuters-ი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით აცხადებს, რუსული გაზის აკრძალვის საკითხი ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტშიც ვერ მოხვდება, რადგან წევრი სახელმწიფოები ასე სწრაფად გაზის იმპორტის აკრძალვას ვერ შეძლებენ. როგორც ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რუსეთი ენერგეტიკულ რესურსებს პოლიტიკის იარაღად ყოველთვის იყენებდა და დღესაც ასეა. მისი თქმით, ევროპა იმდენად იყო დამოკიდებული რუსეთზე, ...

Read More »

ევროკავშირს რუსეთიდან მაზუთის იმპორტის აკრძალვა სურს

ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს რუსული მაზუთის იმპორტი 10 აგვისტოს შემდეგ, რაც დაგეგმილ ვადაზე ექვსი თვით ადრე პერიოდია. ამის შესახებ Reuters თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც მოვაჭრეებმა განმარტეს, საბაჟო კოდექსის გამო მაზუთი შესაძლოა ვადაზე ადრე მოხვდეს შეზღუდვების ქვეშ. ევროკავშირის აკრძალვები ეფუძნება სპეციალურ კოდებს, რომლებსაც საბაჟო იყენებს. ტექნიკურად, მაზუთი ეხება ნავთობპროდუქტებს, მაგრამ საბაჟო დოკუმენტებში მას ენიჭება კოდი 2707, რომელიც ნიშნავს ნახშირს. ამ კოდს ...

Read More »

რუსულმა ძალებმა უგლეგორსკის თბოსადგურზე შეტევა განაახლეს

რუსულმა ძალებმა უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე შეტევა განაახლეს, ბრძოლა გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, დონეცკის მიმართულებით მტერმა ზაკეტნის, სივერსკის, გრიგოროვკას, ტატიანოვკას, დონეცკის და რაიგოროდოკის რაიონები დაბომბა. უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმა სპორნოე-ივანო-დარიევკას მიმართულებით. „ბახმუტის მიმართულებით, მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ბერესტოვოსა და ნიუ-იორკის დასახლებებთან. განახორციელა საარტილერიო დაბომბვა ბერესტოვოეს, სოლედარის, ზვანოვკასა და სემიგორიეს რაიონებში“, – ...

Read More »