Author Archives: admin

ოთარ შამუგია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომას დაესწრო. კომისია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სხვადასხვა თემატურ სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობს. კომისიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხელმძღვანელობს და მასში ყველა შესაბამისი სამთავრობო უწყება და საჯარო სამართლის იურიდიული პირია ჩართული. კომისიის სხდომაზე, სამიზნე ქალაქებში (თბილის, ბათუმი და რუსთავი) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ...

Read More »

ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აშენებას გეგმავს

ირანი ბირთვული კვლევებისთვის ახალი რეაქტორის აგებას გეგმავს, რომლის მშენებლობაც უახლოეს კვირებში დაიწყება. „ეს მთლიანად საშინაო მოხმარების პროექტია, რომელიც ირანში ბირთვული ენერგიის კვლევას, შეფასებას და წარმოებას დაეხმარება“, – განაცხადა ირანის ატომური ენერგეტიკის სააგენტო ხელმძღვანელმა და ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამად ესლამიმ. ესლამის განცხადებით, ბირთვული კვლევის ახალი ობიექტების მშენებლობას ირანის სამხრეთში გეგმავენ. თეირანში აცხადებენ, რომ ურანის 60 პროცენტიან ნიშნულამდე გამდიდრებას უკვე მიაღწიეს. ბირთვული იარაღის წარმოებისთვის ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის  29 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.67 (+3.53)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.70 (+5.28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

თეთრი სახლი: ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა წელს მოსალოდნელი არ არის

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბრეტ მაკგერკი მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენა 2022 წელს მოსალოდნელი არ არის. ბირთვული მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც აშშ-ს და ირანის დელეგაციების შეხვედრის ბოლო რაუნდი დოჰაში უშედეგოდ დასრულდა. ირანს სურს, აშშ-ს შეთანხმების აღდგენის სანაცვლოდ დამატებითი პირობები წაუყენოს, რაც ვაშინგტონისთვის მიუღებელია, აცხადებს მაკგერკი. ირანი ამერიკისგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიიდან ამოღებას მოითხოვს. ...

Read More »

Shell-ის აღმასრულებელი დირექტორი ნავთობის ფასის ზრდას ვარაუდობს

ნავთობის ფასების ზრდა უფრო სავარაუდოა, ვიდრე მისი ვარდნა, რადგან მიწოდების შეზღუდვა აჭარბებს ნებისმიერ რისკს მოთხოვნილებისათვის. Shell-ის აღმასრულებელი დირექტორის ბენ ვან ბერდენის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ამჟამინდელი დონიდან უფრო სავარაუდოა ნავთობის ფასი ზრდა, ვიდრე შემცირება. მოთხოვნილების აღდგენა სრულად არ განხორციელებულა, ხოლო მიწოდება ნამდვილად შეზღუდულია“, – აღნიშნავს ის. ოპეკისა და აშშ-ის ფიქალის ნავთობის მწარმოებლების მიერ მიწოდების გაზრდის პოტენციალი შეზღუდულია,  ხოლო სანქციების გავლენა რუსეთის ...

Read More »

EIA: აშშ თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი ექსპორტიორია

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები 2022 წლის პირველ ნახევარში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) უმსხვილესი ექსპორტიორია. აშშ-ის პირველობა მეტწილად უკრაინის კრიზისის ფონზე ევროპისთვის LNG-ის ექსპორტის ზრდამ გამოიწვია. EIA-მ მონაცემები CEDIGAZ-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. აშშ-ის LNG-ის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ითაა გაზრდილი, რაც დღეში საშუალოდ 11,2 მილიარდ კუბურ ფუტ თხევად ბუნებრივ აირს უტოლდება. ზრდა ...

Read More »

საფრანგეთის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან ევროპის ენერგეტიკულ კრიზისი განიხილა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთთან მუშაობის მნიშვნელობას ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის მოსაგვარებლად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საუდის არაბეთთან კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობას პერსპექტივაში ევროპული სახელმწიფოების ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიზნით. 25 ივლისს, კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვა გამოაცხადა. 27 ივლისიდან გაზის ნაკადის დღიური მოცულობა 33 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანის ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა

2021 წლის აგვისტოს თვიდან 2022 წლის ივლისის თვემდე ირანმა  ნავთობის ექსპორტი 30%-ით გაზარდა – თითქმის 4 მილიონ ბარელამდე/დღეში. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ნავთობის მინისტრის ჯავად ოუჯის განცხადებით, მოპოვების ზრდა მიღწეული იქნა არსებული ჭაბურღილების შეკეთების, ახლის ბურღვისა და მათი დამუშავების წყალობით. ეკონომიკურ საკითხებში ირანის მთავრობის წარმომადგენლის აჰსან ხანდუზის განცხადებით, ქვეყნის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 580%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადადება და ბუნებრივი გაზის ფასების დადგენის გაუმჭვირვალობა – 2021 წლის ინდექსის შედეგები

უკრაინულმა ანალიტიკურმა ცენტრმა DiXi Group, WEG და მოლდოვის და რუმინეთის პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ენერგეტიკის სექტორის გამჭვირვალობის 2021 წლის ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი აფასებს საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის და რუმინეთის ენერგეტიკის სექტორების გამჭვირვალობას. შედეგების მიხედვით, აღნიშნული ქვეყნების ენერგეტიკის სექტორები საშუალო ან კარგი გამჭვირვალობით ხასიათდებიან. პირველ ადგილზეა რუმინეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა (სარეიტინგო ქულა 80, B+ 100-დან), შემდეგ მოდის უკრაინა (69, C+), საქართველო (61, ...

Read More »

Укрэнерго: უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს 2.5-ჯერ გაზრდის

ევროპული ენერგეტიკული სისტემის ENTSO-E ოპერატორებმა 30 ივლისიდან უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის დღეში 100-დან 250 მეგავატამდე გაზრდის უფლება გასცეს. ამის შესახებ ფეისბუქზე 28 ივლისს Укрэнерго-ს გამგეობის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა. “ჩვენთვის ეს მოსალოდნელი გადაწყვეტილებაა, რადგან ევროკავშირში ექსპორტის განახლების დაწყებიდან, ყოველდღიურად ვიღებთ ანგარიშებს ENTSO-E ტექნიკური სპეციალისტებისგან, რომლებიც ადასტურებენ, რომ უკრაინული ელექტროენერგიის ექსპორტი კონტინენტურ  ელექტრო ქსელში სინქრონიზებულია, სტაბილურია და არ ახდენს ნეგატიურ გავლენას სისტემაზე”, – განაცხადა მან. უკრენერგოს ...

Read More »