Author Archives: admin

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,29 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 98,74 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

სახიფათო ნარჩენების მართვა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვება – საქართველოს ახალი სტრატეგია

ახალი გამოწვევების ფონზე, საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ცვლილება შედის. შედეგად ქვეყანას ახალი 2022-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა ექნება. ცვლილებით ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ემატება ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი: სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება, პლასტიკის ნარჩენების მართვა, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემების შექმნა და დანერგვა, ინერტული, სამშენებლო და ნგრევის ნარჩენების მართვის გაუმჯობესება; შესაბამისად, ახალი რეალობების გათვალისწინებით ...

Read More »

ბრიტანულმა Centrica-მ თხევადი აირის შეძენაზე აშშ-სთან 15 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ბრიტანულმა ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანია Centrica Plc-მა ხელი მოაწერა 7 მილიარდ ფუნტ სტერლინგის (8,45 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების 15 წლიან კონტრაქტს აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე თავად Centrica იტყობინება. ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკულ Delfin Midstream Inc-თან. ბრიტანული კომპანია აპირებს წელიწადში 1 მილიონი ტონა თხევადი აირის შეძენას Delfin Deepwater Port-ის გათხევადებული გაზის მზიდების მეშვეობით. აღნიშნული პროექტი ჯერ არ არის დასრულებული. ...

Read More »

ყაზახეთი ელექტროენერგიის გამომუშავებას ამცირებს

აზახეთში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2022 წლის მაისში 8,5 მილიარდი კილოვატსათი (კვტ/სთ) შეადგინა, რაც 2,8 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაისთან შედარებით და 3,5 პროცენტით ნაკლები 2022 წლის აპრილთან შედარებით, იუწყება Trend ყაზახეთის სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით. კომიტეტის მონაცემებით, ყაზახეთში ელექტროენერგიის გამომუშავებამ 2022 წლის პირველ ხუთ თვეში 48,5 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, რაც 1,2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ყაზახეთის ელექტროენერგიის იმპორტმა 2022 წლის მაისში 108,7 ...

Read More »

რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ყირიმზე გადართვის პროცესი დაიწყო – „ენერგოატომი“

რუსეთმა დაიწყო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირებისა და უკრაინულიდან ჩახსნის გეგმის განხორციელება, – განაცხადა ენერგოატომის პრეზიდენტმა პეტრ კოტინმა. მისი თქმით, რუსები შეეცდებიან სამხრეთ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების გათიშვას ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და შემდეგ ელექტროგადამცემი ქსელის გაყვანას ყირიმიდან: „როსატომის პერსონალმა სადგურს გადასცა სპეციალური პროგრამა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ყირიმთან დაკავშირების თაობაზე. ამ პროგრამის საფუძველია სადგურის უკრაინის ენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ხაზების დაზიანება. ზაპოროჟიეს ატომური სადგური ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2000 აშშ დოლარს ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 2,5%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 987 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

პირველად ბოლო 10 წელში საქართველო იმაზე მეტი ელ.ენერგიას ყიდის, ვიდრე ყიდულობს

პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ელ. ენერგიის სავაჭრო ბალანსი დადებითია. კერძოდ, წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 55.8 მლნ დოლარის ელ ენერგია გაყიდა, მაშინ როდესაც იმპორტმა 34.7 მლნ დოლარი შეადგინა. დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 21.1 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, გლობალურად შექმნილმა ენერგო კრიზისმა და ფასების შოკმა გავლენა იქონია ქვეყნის მთავარ საექსპორტო ბაზრებზე – თურქეთში ფასი გასამმაგებულია. ფასი გაზრდილია რუსეთსა და აზერბაიჯანშიც, რომლებიც საქართველოს ელექტრო ენერგიას იმპორტით აწვდიან, თუმცა ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

რუსულ სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა

რუსულ სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტში“ აცხადებენ, რომ უკრაინამ ევროპაში რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა. „როიტერის“ ინფორმაციით, რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ნავთობის ტრანზიტი მილსადენ „დრუჟბას“ გავლით შეჩერებულია უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. „როიტერის“ ცნობით, „ტრანსნეფტში“ განაცხადეს, რომ მათ გადაიხადეს აგვისტოს თვის ტრანზიტის საფასური, თუმცა თანხა უკან დაუბრუნდათ. სახელმწიფო კომპანიის წარმომადგენლის, იგორ დემინის თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, იმის ნაცვლად, რომ თავად გადაწყვიტონ, დაუშვან თუ არა ტრანზაქცია, ევროპულმა ბანკებმა ...

Read More »

თეთრი სახლი რუსეთს უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო სამხედრო ოპერაციების შეწყვიტისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლი მოუწოდებს რუსეთს, უკრაინის ბირთვული ობიექტების გარშემო ყველა სამხედრო ოპერაცია შეწყვიტოს. ამის შესახებ BBC-ი წერს. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, ატომურ სადგურებთან საბრძოლო მოქმედებები სახიფათოა და ობიექტებზე სრული კონტროლი უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. „აშშ აგრძელებს დაწესებულებაში სიტუაციის მონიტორინგს და საბედნიეროდ, რადიაციის ზრდის ან უჩვეულო დონის ნიშნები არ გვაქვს“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

Read More »

ევროკავშირმა, €3-მილიარდიანი „გერმანული მწვანე გათბობის სქემა“ დაამტკიცა

ევროკომისიამ, განახლებადი ენერგიისა და გათბობის პროგრამების მხარდასაჭერად, გერმანიის მთავრობის €3-მილიარდიანი სქემა დაამტკიცა. კომისიის განცხადებით, სქემის მიღება გერმანიასა და ევროკავშირს კლიმატის ცვლილებების მიღწევაში დაეხმარება. €2.98 მილიარდი ევროს ღირებულების სქემა, 2028 წელს, მთავრობის გრანტების საშუალებით მწვანე ენერგეტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. გერმანიის მთავრობის გეგმით, 2028 წლამდე, ქვეყანაში ახალი გათბობის ქსელები უნდა დამონტაჟდეს, რომლებიც მინიმუმ 75%-ით განახლებად ენერგიასა და ნარჩენ სითბოზე იმუშავებს კომისიის განცხადებით, ...

Read More »