Author Archives: admin

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97,40 (+ 1.09)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91,93  ( +  1.43)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარიის პროვოცირება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. „თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფისა და მისი სრული შედეგების დამალვას, მაშინ რუსეთის ხელისუფლება ბევრად უფრო ცინიკური და სახიფათოა: ისინი თვითონ აკეთებენ ყველაფერს ბირთვული კატასტროფის რისკის მაქსიმალურად გაზრდისთვის და ატყუებენ მთელ მსოფლიოს, რომ სხვა არის დამნაშავე“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.  მან ხაზგასმით აღნიშნა, ...

Read More »

ცნობილია, როდის მიიღებს თურქეთი შავი ზღვიდან გაზის პირველ მოცულობას

გაზის პირველ მოცულობას, თურქეთი შავი ზღვის შელფზე მდებარე „საქარიას“ საბადოდან 2023 წლის მარტში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, შავი ზღვის თურქულ სექტორში 2200 მეტრის სიღრმეზე მთელი „ენერგეტიკული ბაზა“ იქმნება. „ზღვის ფსკერზე უკვე გაყვანილია 120 კმ მილები. დარჩენილია 50 კმ“, – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

Read More »

შვედეთი ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ექსპორტიორი გახდა

შვედეთმა საფრანგეთს გაუსწრო და ევროპაში, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი ნეტო ექსპორტიორი გახდა. ენერგეტიკის ანალიტიკური პლატფორმის EnAppSys ცნობით, შვედეთმა 2022 წლის 6 თვეში 16 ტერავატი/საათში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა. შვედეთის ელექტროენერგიის დიდი ნაწილი ფინეთსა და დანიაში ექსპორტირდება. ცნობილია, რომ საფრანგეთი უფრო მეტ ელექტროენერგიას ყიდის, ვიდრე ყიდულობს, მაგრამ სტრუქტურული პრობლემების გამო 2022 წელს საფრანგეთმა უფრო მეტი ელექტროენერგია შეისყიდა, ვიდრე ექსპორტზე გაიტანა. ევროპისთვის ელექტროენერგიის მეორე ნეტო ექსპორტიორია ...

Read More »

უკრაინა: რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ისევ დაბომბეს

რუსმა დამპყრობლებმა კვლავ დამომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია. ამის შესახებ 11 აგვისტოს Энергоатом-ის პრესსამსახურმა Telegram-ზე განაცხადა. “სადგურის ტერიტორიაზე ხუთი რაკეტა ჩამოვარდა – შედუღების ადგილისა და რადიაციის წყაროების შესანახი ადგილის გვერდით. მცირე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.” – ნათქვამია განცხადებაში. კიდევ ხუთი რაკეტა სახანძრო სადგურის მიდამოში ჩამოვარდა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მდებარეობს, დასძინა პრესსამსახურმა. სადგურზე ...

Read More »

სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება, რომელშიც 22 მსხვილი კომპანია ჩაერთვება

სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, მომხმარებლები და მიმწოდებლები თავად ივაჭრებენ ელექტროენერგიის ფასზე და არ იქნებიან დამოკიდებული ერთ კონკრეტულ კომპანიაზე. ენერგეტიკული ბაზრის გახსნა საშუალებას მისცემს კომპანიებს, საქმიანობა უფრო იაფი გადაიხადონ. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტში 22 მსხვილი კომპანია ჩაერთვება. „თუ ადრე მომხმარებლები „თელასიდან“ და „ენერგო პრო ჯორჯიადან“ ყიდულობდნენ ენერგიას, ბაზრის ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანმა ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტი მოინახულა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, კორპორაციის დირექტორებთან ერთად, ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახური და ვაზიანის ჩიხი დაათვალიერა. ორივე ობიექტს ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს. ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება. ვაზიანის ჩიხს კი ნედლი ნავთობის ვაგონსცისტერნებში ჩატვირთვისა და შემდგომი რეალიზაციის ფუნქცია აქვს. კორპორაციის გენერალური დირექტორი სამუშაო პროცესს ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5457 ათასი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 5457 ათასი  ბარელით და შეადგინა 432.01 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 4978 ათასი  ბარელით  და შეადგინა  220,316 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2166  ათასი ბარელით და შეადგინა 111,49 მლნ ბარელი.

Read More »

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატის კანონპროექტიდან

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა  ახალი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც კლიმატის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ის ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც აერთიანებს. ჯანდაცვის ვალდებულებებთან ერთად, „ინფლაციის შემცირების აქტი“ $369 მილიარდს გამოყოფს განახლებადი ენერგიისა და სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის. ექსპერტთა ნაწილის აზრით, აშშ-ში, 2030 წლისთვის, ემისიების დაახლოებით 40%-ით შემცირებაა შესაძლებელი. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აქტს უწოდა „კლიმატის ცვლილების ეგზისტენციალურ კრიზისთან საბრძოლველად ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელმაც ყველაზე მდიდარ კორპორაციებს ...

Read More »