Author Archives: admin

ენერგეტიკული კრიზისის გამო უნგრეთი შეშის ექსპორტს კრძალავს

ენერგეტიკული კრიზისის გამო უნგრეთი შეშის ექსპორტს კრძალავს, – ამის შესახებ უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იშტვან ნადმა განაცხადა. „ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისისა და ბრიუსელის სანქციების გამო, მთავრობა აკრძალავს ენერგეტიკული პროდუქტების, მათ შორის შეშის ექსპორტს“, – აღნიშნულია უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებაში. უნგრული მედიის ინფორმაციით, მთავრობამ ტყის მწარმოებლებს დაავალა, აცნობონ სხვა ქვეყნებში ხე-ტყის მიწოდების შესახებ ნებისმიერი კონტრაქტის შესახებ. ნადმა განაცხადა, რომ მთავრობა აკონტროლებს შეშის ...

Read More »

ინდოეთი რუსული ნახშირის ფასს აზიური ვალუტით იხდის

ინდური კომპანიები სულ უფრო ხშირად იყენებენ აზიურ ვალუტებს რუსული ქვანახშირის იმპორტის გადასახდელად, თავიდან იცილებენ აშშ დოლარს და ამცირებენ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დარღვევის რისკს. ამის შესახებ Reuters-ი საბაჟო დოკუმენტებისა და ბაზრის წყაროზე დაყრდნობით წერს. Reuters ადრე ავრცელებდა ინფორმაციას ინდური ნახშირის მასიური გარიგების შესახებ, რომელიც მოიცავს ჩინურ იუანს, მაგრამ საბაჟო მონაცემები ხაზს უსვამს იმას, რომ არადოლარიანი ანგარიშსწორებები ჩვეულებრივი ხდება. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში ...

Read More »

აშშ რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. „ატომური სადგურის სიახლოვეს ბრძოლა სახიფათო და უპასუხისმგებლობაა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას და მხარი დაუჭიროს უკრაინის მოწოდებებს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შესახებ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

Read More »

“ევროკავშირმა გააცნობიერა სამხრეთ დერეფნის გაფართოებაში ინვესტიციის ჩადების აუცილებლობა”

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რომელიც 6 თვეზე მეტია გრძელდება, აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო და უფრო იზრდება. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს რუსული ბუნებრივი აირის მოხმარების ეტაპობრივ შეწყვეტას. აღნიშნული კი საფრთხეს უქმნის დასავლეთის ენერგეტიკულ მდგრადობასა და სტაბილურობას, რის გამოც ის ცდილობს მოძებნოს გაზის მიწოდების ალტერნატიული გზები. ერთ-ერთი მათგანია აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი, ...

Read More »

რუმინეთმა ბირთვული კატასტროფის პრევენციის ფარგლებში მოლდოვას იოდიდის აბები გადასცა

რუმინეთმა მოლდოვას კალიუმის იოდის მილიონზე მეტი აბი გადასცა. ოფიციალური კიშინოვი ზაპოროჟიეს ბირთვულ კატასტროფას უფრთხის. ინფორმაციას Newsmaker ავრცელებს. ქვეყანაში კალიუმის იოდიდის ხელმისაწვდომობას მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო წამალს თავის განყოფილებებს დაურიგებს. ამასთან, სამინისტრო ირწმუნება, რომ ქვეყანაში რადიაციული საფრთხე არ არსებობს. უწყება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მანამდე კიშინოვის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, ბორის გილკამ Facebook-გვერდზე ...

Read More »

დავით ნარმანია: ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი ელექტროენერგიას კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიღებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის ამოქმედების შემდეგაც მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი ელექტროენერგიას კვლავ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებით მიღებს. რაც შეეხება თავად ენერგეტიკული ბირჟის მუშაობის პრინციპს, ნარმანიას განმარტებით, პირველ ეტაპზე ბაზარზე ყველაზე მსხვილი 22 კომპანია გავა, ელექტროენერგიის საბაზრო ფასი კი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბდება. „ახალი ბაზარი ეს არის ევროპული ტიპის ყაიდაზე დაფუძნებული ელექტროენერგიის ...

Read More »

ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება გამწვავდეს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამ ეტაპზე ბირთვული უსაფრთხოება დაცულია, თუმცა სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს. ეს განცხადება მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეოჩართვის დროს გააკეთა. ამასთან ერთად, რაფაელ გროსიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა გაერო-ს, გააგზავნონ მეთვალყურეები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ელექტროსადგურზე. „ამ რთულ, ბნელ დროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია უნდა იყოს დაშვებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, – განაცხადა გროსიმ. ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

მალე ბენზინის ფასი 3 ლარს ჩამოსცდება, ხოლო დიზელი – 4 ლარს

დიდი სიძვირის შემდეგ საქართველოს ბაზარზე საწვავის გაიაფება დაიწყო. პოზიტიური ნიშნები ლარის კურსის გამყარებამ და ქვეყნის გარეთ ნავთობპროდუქტების გაიაფებამ გამოიწვია. სავარაუდოდ, მალე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება მცირე (არაბრენდირებულ) ავტოგასამართ სადგურებზე 3 ლარს ჩამოსცდება, დიზელის ღირებულება კი – 4 ლარს. ახლა უკვე არსებობს დადებითი მოლოდინი იმის შესახებ, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და გაიაფება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება. დიდი მოთხოვნისა ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

12 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, III კვარტლების, ანაკლიის, ანა პოლიტკოვსკაიას, ჯიქიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

აშშ-ში გალონი ბენზინის ფასი მარტის შემდეგ პირველად დაეცა 4 დოლარზე ქვემოთ

ამერიკული საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, ჩვეულებრივი არაეთილირებული ბენზინის საშუალო ფასი 11 აგვისტოს დაეცა 3.990 დოლარამდე გალონზე (1 გალონი უდრის 3.785 ლიტრს). ივნისის შუა რიცხვებში ბენზინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 5,02 აშშ დოლარი/გალონზე, ხოლო წლიური ინფლაცია ბოლო 40 წლის რეკორდულ ნიშნულამდე, 9,1%-მდე გაიზარდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მომდევნო პერიოდში ბენზინზე ფასების კლების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ სასურსათო საქონელზე ფასები გაიზარდა 10.9%-ით (პირველად1979 ...

Read More »