აშშ რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი უკრაინას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
„ატომური სადგურის სიახლოვეს ბრძოლა სახიფათო და უპასუხისმგებლობაა. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას და მხარი დაუჭიროს უკრაინის მოწოდებებს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შესახებ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.