ამერიკული საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, ჩვეულებრივი არაეთილირებული ბენზინის საშუალო ფასი 11 აგვისტოს დაეცა 3.990 დოლარამდე გალონზე (1 გალონი უდრის 3.785 ლიტრს).
ივნისის შუა რიცხვებში ბენზინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 5,02 აშშ დოლარი/გალონზე, ხოლო წლიური ინფლაცია ბოლო 40 წლის რეკორდულ ნიშნულამდე, 9,1%-მდე გაიზარდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მომდევნო პერიოდში ბენზინზე ფასების კლების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ სასურსათო საქონელზე ფასები გაიზარდა 10.9%-ით (პირველად1979 წლის შემდეგ), ხოლო ელექტროენერგიაზე 15,2%-ით (პირველად 2006 წლის შემდეგ), ივლისში ივნისთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 8,5%-მდე შემცირდა.
ივლისში 528 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმეშევრობის დონე პანდემიამდელ მინიმუმადე შემცირდა, ხოლო ყოველკვირეული ხელფასი 0.5%-ით გაიზარდა, რაც 2021 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მატებაა.
წყარო: ipress.ge