Author Archives: admin

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  16 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.84  (-  3.26)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.10  (-  3.38)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

Ethereum ბლოკჩეინ ქსელის განახლებით ელექტროენერგიის 99%-ს ზოგავს

ეთერიუმმა დაასრულა ბლოკჩეინ ქსელის განახლება, რომელიც დღესდღეობით კრიპტო სამყაროში ყველაზე ამბიციურ ცვლილებად ითვლება. ამ სიახლის გაჟღერებისთანავე ეთერიუმის კაპიტალიზაცია $1,2 მლრდ–ით გაიზარდა. განახლება სახელწოდებით ,,Merge’’ ხუთშაბათს დილით დასრულდა. ცვლილებები როგორც ტრანზაქციებს ასევე ენერგიის მოხმარებასაც შეეხო. Bloomberg-ის ინფორმაციით ეთერიუმი 99%-ით უფრო ენერგოეფექტური გახდა. წყარო: gbc.ge

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 14,06 ათასი ტონა, რაც 2,11 ათასი ტონით ანუ 17,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (11,95 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან – 2,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,4%-ს შეადგენს და თურქეთიდან – 2,59 ათასი ტონა (18,4%). შემდეგ მოდიან: რუსეთი – 1,76 ათასი ტონა (12,5%);  გერმანია – 1,34 ათასი ტონა (9,5%) და სხვ. 2022 წლის იანვარ-აგვისტოს ...

Read More »

IAEA-ს საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოსთხოვს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია, განაცხადეს დიპლომატებმა, რომლებიც ესწრებოდნენ 15 სექტემბერს ვენაში დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრას. რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ქმედება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის და უკრაინის ნებისმიერი სხვა ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ“. 35-კაციანმა საბჭომ რეზოლუცია მიიღო 26 ხმით, ორი წინააღმდეგი იყო, შვიდმა კი თავი შეიკავა, განაცხადეს ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინამ და ევროპამ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს ერთობლივად უნდა უპასუხონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და ევროპამ ერთობლივად უნდა უპასუხონ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკული გამოწვევების საკითხი. მთელი ზამთრის განმავლობაში მრავალი გამოწვევა იქნება. აქ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ერთად. ევროკავშირის ქვეყნებს ასევე აქვთ რთული გამოწვევები. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება

როგორ გავიგოთ ელექტროობასთან დაკავშირებული ტერმინების მნიშვნელობა

ელექტრონიკასთან დაკავშირებული ტერმინების განმარტებები, რომელთა მნიშვნელობაც უნდა იცოდეთ. გენერატორი: მოწყობილობა, რომელიც გარდაქმნის მზის ენერგიას, ტურბინის ბრუნვას, შიდა წვის ძრავის მუშაობას ან ნებისმიერ სხვა ენერგიას ელექტრო ენერგიად. ბევრი კომპანია პორტატულ ელექტროსადგურს – გენერატორს უწოდებს, მაგრამ ეს არასწორია, რადგან ელექტროსადგური მხოლოდ ენერგიას ინახავს. ამპერი (А): დენის ძალის გამზომი ერთეული. შედარებისთვის: თუ წარმოიდგენ, რომ წყალი მილში – დენია, ამპერი გამოსახავს წყლის მოცულობას. ვოლტი ...

Read More »
“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

„როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიის მართვა გერმანიის ფედერალურ მარეგულირებელს გადაეცა

რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიის, Rosneft Deutschland-ის მართვა გერმანიის ფედერალურ მარეგულირებელს გადაეცა. ამგვარად, გერმანიის ფედერალური მარეგულირებლის კონტროლქვეშ აღმოჩნდა შვედტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ქალაქ ბერლინისთვის საწვავის მთავარი წყაროა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „მეურვეობის გადაცემით, ენერგოუსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხე აღმოფხვრილია და შვედტს საწარმოს შენარჩუნებისა და მომავლისთვის არსებითი საფუძველია ჩაყრილი“, – ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, Rosneft Deutschland-ზე ...

Read More »

ევროკავშირი ენერგოკრიზისისგან მომხმარებელთა დასაცავად $140 მილიარდის მოზიდვას გეგმავს

ევროკავშირი ენერგიის მზარდი ფასებისგან ოჯახებისა და ბიზნესის დასაცავად ენერგეტიკული ფირმებისგან $140 მილიარდზე მეტის მოზიდვას გეგმავს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ევროპაში ენერგიის რეკორდულად გაზრდილი ფასებით ქვეყნები ეკონომიკური რეცესიის, ხოლო მოსახლეობა და კომპანიები მომატებული გადასახადების პრობლემის წინაშე დგანან. ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარი ეკონომისტის განცხადებით, ევროზონაში ენერგიის მაღალი ფასები „ინფლაციის მამოძრავებელ დომინანტურ“ ძალად რჩება. ენერგეტიკულ კრიზისთან გამკლავებას ევროპული მთავრობები სხვადასხვა ზომის მიღებით ცდილობენ, ...

Read More »
თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო

მეცნიერებმა დაადგინეს მექანიზმი, თუ როგორ იწვევს ჰაერის დაბინძურება ფილტვის კიბოს

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ჰაერის დაბინძურება შეიძლება დაკავშირებული იყოს ფილტვის კიბოს გაზრდილ რისკთან არამწეველ ადამიანებში. თუმცა, ახალი კვლევა აღწერს ერთ მექანიზმს, რომელმაც შეიძლება ამის მიზეზი ახსნას; აღმოჩენას მკვლევრებმა უკვე უწოდეს „მნიშვნელოვანი ნაბიჯი მეცნიერებისთვის და საზოგადოებისთვის“. კვლევა წარმოაჩენს ჯანმრთელობისადმი იმ რისკს, რასაც წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი ციცქნა ნაწილაკები ფლობს და კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს სასწრაფო მოქმედებებისკენ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. კვლევის ავტორის, გაერთიანებული სამეფოს ფრენსის კრიკის ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომმა“ გაზის წარმოება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მოპოვება და ექსპორტი მკვეთრად შეამცირა. გაზპრომმა, კომპანიის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 300,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი  აწარმოა. რაც 15,9 პროცენტით (56,8 მილიარდი კუბური მეტრით) ნაკლებია გასულ წელთან შედარებით. შიდა ბაზარზე კომპანიის გაზზე გადამცემი სისტემიდან მოთხოვნა ამ პერიოდში 3,3 პროცენტით (5,4 მილიარდი კუბური მეტრით) შემცირდა. დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში ექსპორტმა 84,8 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »