Author Archives: admin

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს. ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯია აღებული. ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი, შესაბამის რეაგირებას მოახდენს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე ...

Read More »

2022 წლის რვა თვეში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 133%-ით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 398,5%-ით არის გაზრდილი

2022 წლის იანვარ მაისის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 2021 წლია იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 133%-ით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 398,5%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებულია 877,4 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, შარშანდელთან შედარებით 133%-ით მეტი შარშან იანვარ-აგვისტოში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტით 14,8143 მლნ დოლარი მიიღო (3,93 ცენტი კილოვატზე), წელს კი 73,8551 მლნ დოლარი (8,42 ცენტი კილოვატზე) საქართველოდან ...

Read More »

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 20 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ცნობით, ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გეთიას, ნადარეიშვილის, ჯანელიძის, სამგორის, ბოგდან ხმელნიცკის, ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნარგიზის და რუსუდანის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ...

Read More »

საჭიროა 9 მილიონი ადამიანის ევაკუაცია – ტაიფუნი იაპონიაში

იაპონიაში, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ტაიფუნი „ნანმადოლის“ გამო, 9 მილიონ ადამიანს მოუწოდეს, საცხოვრებელი დატოვოს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, სუპერტაიფუნს უკვე ემსხვერპლა ორი ადამიანი, 90-მდე პირი კი დაშავდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი, რომელიც ახლა ქვეყნის სამხრეთით მდებარე კუნძულ კიუსიუზე მძვინვარებს, მომდევნო დღეებში, მიმართულებას შეიცვლის და იაპონიის მთავარი კუნძულისკენ, ჰონსიუსკენ გადაინაცვლებს. „ათიათასობით ადამიანმა გასული ღამე საგანგებო თავშესაფრებში გაატარა, თითქმის 350 000 სახლი ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ტყის ხანძრების, მისი პრევენციის და მართვის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „ეროვნული სატყეო სააგენტოს” უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა ტყის ხანძრების, მისი პრევენციის და მართვის შესახებ ინფორმაცია წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ტყის ხანძრებთან მიმართებაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და იმ მონაცემებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე (1 მლნ 900 ათასი ჰექტარი) ჰქონდა ადგილი წლების განმავლობაში. ყურადღება გაამახვილა იმ პრევენციულ ღონისძიებებსა და მიმდინარე პროცესებზე, ...

Read More »

მეღვინეები ვენახების ხმობას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ

„ამა ვენაცვალე ჯოო, როგორია, გახედე, კაცო“ – ასე ეფერება გიორგი ღვარძელაშვილი ვენახს. პატარა ბავშვივით ფერება უყვარს ვენახსო, გიორგი ღვარძელაშვილი ამბობს. ვენახი 2015 წელს თელავში, სოფელ კონდოლში 5 ჰექტარზე გააშენა. თავდაპირველად წელიწადში რვაას ბოთლ ღვინოს აწარმოებდა, ახლა 8 ათასს. გიორგი ბიო ღვინოს აწარმოებს. საკუთარი პროდუქტი ევროპის 7 ქვეყანასა და ამერიკაში გააქვს ექსპორტზე. „თავიდანვე მიზნად დავისახე, რომ იყოს ხარისხიანი ღვინო, ანუ ბუნებრივი ...

Read More »

ენერგორესურსების დასაზოგად, საღამოობით, ლუვრსა და ვერსალში ელექტროენერგიას ტრადიციულ დროზე ადრე გამორთავენ

პარიზის ცნობილ ღირსშესანიშნაობეში – ლუვრის მუზეუმსა და ვერსალის სასახლეში, ენერგორესურსების დასაზოგად, საღამოობით, ელექტროენერგიას ტრადიციულ დროზე ადრე გამორთავენ, – წერს Anadolu საფრანგეთის კულტურის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით. ლუვრში, რომელიც ადგილობრივი დროით 01:00 საათამდეა განათებული, ახლა 23:00 საათზე გაითიშება ელექტროენერგია. ვერსალის სასახლეში კი, 23:00 საათის ნაცვლად, ელექტროენერგიას 22:00 საათზე გამორთავენ. უკვე შეცვლილია პარიზის სიმბოლოს – ეიფელის კოშკის განათების საათებიც – 01:00 საათის ნაცვლად, კოშკზე განათებები 23:45 საათზე ...

Read More »
ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე

“გაზპრომის” თანამშრომლებს უკრაინაში დაჭრილთათვის თანხების გაღებას აიძულებენ

რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის” ერთ-ერთი რეგიონული განყოფილება დაცვის თანამშრომლებს ავალდებულებს, გადარიცხონ 1000 რუსული რუბლი უკრაინაში მიმდინარე “სპეციალური ოპერაციის დროს” დაჭრილთა დასახმარებლად, ვინაიდან “ადგილობრივ საავადმყოფოებში კატასტროფულად არ ჰყოფნით მედიკამენტები”, – ნათქვამია “გაზპრომის” რესპუბლიკა სახას (იაკუტია) ერთ-ერთი განყოფილების დაცვის თანამშრომელთა “ვოთსაფის” ჩათში, რომლის “სქრინშოთიც” რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მოიპოვა. რადიო თავისუფლების იმ წყაროს ცნობით, რომელმაც “სქრინშოთი” რედაქციას გაუგზავნა, ჩათში დაახლოებით დაცვის 100 ...

Read More »

„ჩრდილოეთ ნაკადი-2“ აღარასოდეს ამოქმედდება – გერმანელი მაღალჩინოსანი

გერმანიის ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ–მინისტრმა შტეფან ვაილმა განაცხადა, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არასოდეს ამოქმედდება. „ნდობა იმდენად ფუნდამენტურად არის დაკარგული, რომ გერმანიის ფედერალური მთავრობა აღარასდროს გააკეთებს გათვლას რუსულ ენერგომატარებლებზე“, – განაცხადა ვაილმა სააგენტო DPA–სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, გერმანია–რუსეთის პარტნიორობა ენერგეტიკის სფეროში უკვე შეუძლებელია.

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხსა და სტანდარტებს შეამოწმებს

2022 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ეხება საცხებ-საპოხ მასალებსა და საავიაციო ნავთს, რომლის მიმართ მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, მოხმარება  ინტენსიურია, რაც უკავშირდება ეკონომიკის გამოცოცხლებას, ტრანზიტის ზრდას და საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებას. ტენდენციაც სამომავლოდაც შენარჩუნდება. მთლიანობაში, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ვითარება პოზიტიურია. როგორც აღმოჩნდა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 14,06 ათასი ტონა, რაც 2,11 ათასი ...

Read More »