2022 წლის იანვარ მაისის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 2021 წლია იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 133%-ით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 398,5%-ით არის გაზრდილი.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებულია 877,4 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, შარშანდელთან შედარებით 133%-ით მეტი
შარშან იანვარ-აგვისტოში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტით 14,8143 მლნ დოლარი მიიღო (3,93 ცენტი კილოვატზე), წელს კი 73,8551 მლნ დოლარი (8,42 ცენტი კილოვატზე)
საქართველოდან წლის განმავლობაში ექსპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულზე მეტი 1995 წლიდან დღემდე მხოლოდ სამჯერ – 1998, 2010 და 2011 წლებში იყო. 1998 წელს ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 904,6 მლნ კვტსთ შეადგინა, 2010 წელს 1 524,3 მლნ კვტსთ, 2011 წელს კი 930,6 მლნ კვტსთ.
აღვნიშნავთ, რომ 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით 2022 წლის აგვისტოში თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება 37,5%-ით გაიზარდა, რაც თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ და მაღალმა ფასმა განაპირობა. თურქეთს გასულ წლის აგვისტოში საქართველოზე ტრანზიტით მიეწოდა 126,9 მლნ კვტს ელექტროენერგია. წელს კი საქართველოზე ტრანზიტით 354,1 მლნ კვტსთ, ხოლო საქართველოდან ექსპორტით კი 139,6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია მიეწოდა ანუ საქართველოდან ექსპორტით და საქართველოზე ტრანზიტით თურქეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა 289%-თ გაიზარდა.
წყარო: ipress.ge