Author Archives: admin

ვოლოდიმირ ზელენსკი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციების დაწესებას ითხოვს, რომელთა შედეგადაც, რუსეთი თავის ენერგეტიკულ მრიცხველებზე ნულს დაინახავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, რომ კიდევ უფრო შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობები, დააფინანსოს ომი. კერძოდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო-აგრესორს ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან. სწორედ ასეთი უნდა იყოს ევროკავშირის სასანქციო პაკეტების არსი“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ...

Read More »

ევროპა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით მეტ გაზს მიიღებს

კრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 8 თვის შემდეგ, ტრანსანატოლიის გაზსადენით (TANAP) გაზის მიწოდების მოცულობა გაორმაგდება. ამის შესახებ თურქული გამოცემა – Hürriyet-ი წერს. როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დიონმეზმა თქვა, “გადაწყდა TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგება. ჩვენ გავზრდით სიმძლავრეს 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32-მდე”. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი სატუმბი გაზის დამატებითი მოცულობის ნაწილის გამოყენებას შეძლებს. გარდა ამისა, 2027 წლის ბოლომდე ...

Read More »

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთიდან ინდოეთში ნავთობის ექსპორტი 5-ჯერ გაიზარდა

უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ რუსეთიდან ჩინეთსა და ინდოეთში წიაღისეული საწვავის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, მიუხედავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და იაპონიაში შემცირებული მიწოდებისა, რუსეთი წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს საომარი მოქმედებების დასაფინანსებლად კვლავ იყენებს. ენერგეტიკისა და ჰაერის სისუფთავის კვლევის ცენტრის ანალიზის თანახმად, ივლის-აგვისტოში, თებერვალსა და მარტთან შედარებით, ჩინეთში რუსეთიდან ენერგეტიკული ექსპორტის ღირებულება 30 მილიონი ევროთი (17%-ით) გაიზარდა. ქვანახშირის ექსპორტსა და ...

Read More »

პუტინი: შეგვიძლია ჩრდილოეთის ნაკადის გაზის მარაგები შავი ზღვის რეგიონში გადავიტანოთ

“ჩრდილოეთის ნაკადის ტრანზიტის დახარჯული მოცულობა, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზეამ შეგვიძლია შავი ზღვის რეგიონში გადავიტანოთ და ამგვარად ევროპაში ჩვენი საწვავის, ბუნებრივი აირის მიწოდების ძირითადი მარშრუტი თურქეთის გავლით გავხადოთ. თურქეთში შეიქმნება ევროპაში გაზის უმსხვილესი ჰაბი, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესებული იქნებიან.” თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მან ასევე თქვა, რომ რუსეთი მზადაა ევროპის მიმართულებით ჩრდილოეთის ნაკადის მეშვეობით ბუნებრივი აირის მიწოდება განუახლოს, თუ ევროკავშირი ...

Read More »
2016 წლის პირველ კვარტალში ენერგეტიკის სექტორი 3.1%-ით შემცირდა

საქართველო რუსეთიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის 95 მლნ კვტ/სთ-მდე მიიღებს

სახელმწიფო 95 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას ბარტერული გარიგებით შეიძენს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/431 ბრძანებიდან ირკვევა, რუსეთიდან თურქეთისთვის განკუთვნილი ელექტროენერგიიდან, რაც საქართველოზე ტრანზიტულად გადის, ქვეყანა 95 მლნ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას ბარტერული გარიგებით მიიღებს. უფრო კონკრეტულად,მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ ოქტომბერში ტრანზიტის განხორციელებისას, ეგხ 220 კვ ,,სალხინოთი“ და ეგხ 110 კვ „ნაკადულით“ შემოტანილი და თურქეთის რესპუბლიკაში სატრანზიტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის ნაწილი (არაუმეტეს 95 ...

Read More »

მოლდოვა აზერბაიჯანისგან 300 მლნ. კუბური მეტრი გაზის შესყიდვას განიხილავს

მოლდოვის პრემიერმა აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ნატალია გავრილიცამ ვიზიტისას, ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილა. მისი თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე დიდი მოთხოვნაა. გავრილიცას თქმით, მოლდოვა ასევე ეძებს გრძელვადიან პარტნიორებს და ამ კუთხით აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის იმედი აქვს. „მოლდოვას სურს, შეიძინოს 300 მლნ. კუბური მეტრი გაზი. მოლდოვა ეძებს მოკლე და საშუალოვადიან გადაწყვეტას გაზისა და ენერგეტიკული კრიზისის თაობაზე. არცერთ ქვეყანას არ სურს, იყოს ...

Read More »

პუტინი: თურქეთის ტერიტორია შეიძლება გახდეს ევროპისკენ გაზის ტრანსპორტირების მთავარი მარშრუტი

რუსეთი მზად არის მიაწოდოს ევროპას ენერგორესურსები თურქეთის გავლით, მათ შორის ჩრდილოეთის ნაკადიდან დაკარგული გაზის ტრანზიტის მოცულობების გადამისამართების შესაძლებლობით. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს რუსეთის ენერგეტიკის კვირის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინმა ასევე შესთავაზა თურქეთში ევროპის უმსხვილესი გაზის ჰაბის შექმნა. საერთაშორისო ფორუმს „რუსული ენერგეტიკის კვირეული“, რომელსაც 70 ქვეყნიდან 3000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრთა სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ენერგეტიკის სფეროში კონტინენტზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკული ...

Read More »

პუტინი – „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია

„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე აფეთქებები საერთაშორისო ტერორიზმის აქტია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. “ეჭვგარეშეა, რომ ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, რომლის მიზანი მთელი კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების შერყევაა“, – აღნიშნა პუტინმა. მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია გაზის ტრანზიტი „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენებიდან შავი ზღვისკენ გადაამისამართოს და თურქეთში ევროპული გაზის მთავარი კერა შეიქმნას. ...

Read More »

ტარიფის სუბსიდირების გამო ნავთობისა და გაზის კორპორაციას მაღალი რისკის სტატუსი მიანიჭეს

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2021 წელს 137.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. რომ არა სახელმწიფო საწარმოს კვაზი ფისკალური ვალდებულებები, კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი 302 მლნ ლარით მეტი იქნებოდა. სწორედ ეს თანხა უჯდება კორპორაციას გაზის ტარიფის სუბსიდირება. კერძოდ, 2013 წლიდან სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახდენს საყოფაცხოვრებო გაზის სექტორის მომხმარებელთა ტარიფის სუბსიდირებას, რაც კომპანიის შესაძლო მისაღებ მოგებას ამცირებს. პანდემიის გამო მოსახლეობის ...

Read More »