Author Archives: admin

ოქტომბერში საწვავზე ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება – ირაკლი ლექვინაძე

„აგვისტოდან ბაზარზე კლების პროცესი შეინიშნება, კომპანიებიც ცდილობენ, რომ საწვავი იაფი წყაროებიდან შემოიტანონ, რადგან  მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა სწორედ იაფი საწვავია“ –  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, „კომერსანტის დილა“  კონკურენციის სააგანეტოს ხელმძღვანელმა ირაკლი  ლექვინაძემ ისაუბრა. მისი თქმით, აგვისტოში ყველა ტიპის საწვავზე 40-50 თეთრიანი კლება იყო. ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა და 30-40 თეთრიანი კლება შეინიშნებოდა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ფასების კლებით ოქტომბერიც გამორჩეულია და ყველა  ...

Read More »

უკრაინული მხარის ცნობით, ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული, – ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა, ალექსანდრ ხარჩენკომ განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო მონაცემებით, საერთო ინფრასტრუქტურის 40% სერიოზულად არის დაზიანებული. გრძელდება სარემონტო სამუშაოები, თუმცა დღეს და ხვალ მოსალოდნელია ენერგომომარაგების შეზღუდვა. ეს იქნება არა მხოლოდ ავარიული, არამედ გეგმური გათიშვაც, რათა ქსელზე დატვირთვა შევამციროთ“, – განაცხადა ხარჩენკომ. ომის 239-ე დღეს უკრაინა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ...

Read More »

პრემიერი TATA POWER-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Tata Power-ის აღმასრულებელ დირექტორს, პრავირ სინას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქართულ ენერგოსექტორში განხორციელებული და დაგეგმილი მსხვილი ინვესტიციები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ Tata Power, ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Invest-თან ერთად, კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია”-ს მფლობელი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ საქართველოს ენერგოსექტორის უმსხვილესი ინვესტორია. კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადის მშენებლობა, ჯამური ინვესტიციით – 550 ...

Read More »

“რუსი ოკუპანტები, დნეპროპეტროვსკში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს თავს დაესხნენ”

რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის ოლქში, თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს,- ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. “მღელვარე ღამე იყო კრივი-რიჰის რაიონში. რუსები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს. სერიოზული ნგრევაა. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, – აცხადებს რეზნიჩენკო.

Read More »

შოლცი: ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა, – ამის შესახებ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. “გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა და მუშაობს ენერგომატარებლების საფასურის შემცირებაზე, თუმცა ბერლინმა ასევე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესაძლოა ნეგატიური ეფექტი მოჰყვეს”, – განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, ბერლინი გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას იმდენხანს, რამდენიც საჭირო ...

Read More »

„გამათბობლები, რომელიც პირდაპირ იწვევს სიკვდილს“ – სალომე ვარდიაშვილი

ზამთრის სეზონის მოსახლეობასა და „მკვლელი  გამათბობლების“ პრობლემაზე ენერგოომბუდსმენმა  სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში მწარე რეალობას ჯერ კიდევ ვხვდებით, რომელიც დაკავშირებულია „მკვლელ“ და დიდი საფრთხის შემცველ გამათბობლებთან. ჯერ კიდევ არის როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონული ქალაქების მასშტაბით ის რისკი, რომ შესაძლოა, გაზის დანადგარები არასწორად იყოს განთავსებული საცხოვრებელ ფართში ან ისეთი დანადგარები იყოს, რომელიც იქ არ უნდა არსებობდეს ან კუსტარულად დამონტაჟებული იყოს, ქსელი არასწორად იყოს ...

Read More »

ასეთი იქნება მომავლის ბენზინგასამართი სადგურები

გამოცემა Bloomberg შელის მოდერნიზებულ ბენზინგასამართი სადგურის ფოტოებს აქვეყნებს. ენერგოგიგანტმა ფულემში (ინგლისი) ბენზინგასამართი სადგურის მოდერნიზაცია განახორციელა და ის ელექტრომობილების დასამუხტ სადგურად გადააკეთა. გამოცემა წერს,რომ ასეთი იქნება მომავლის ელექტროსადგურები. სტატიაში ვკითხულობთ,რომ შელის გასამართ სადგურში მძღოლებს შეუძლიათ შეიძინონ  რძე,კვერცხი,გაზიანი სასმელი და სურსათი. ერთადერთი რასაც მძღოლები ვერ შეიძენენ ეს ბენზინია. Shell უმსხვილესი ნავთობკომპანიაა,რომელიც 80 ქვეყანაში 46000 სადგურით ოპერირებს. კომპანიაში აცხადებენ,რომ აქტიურად უჭერენ მხარს  ,,2050 ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,7 მილიონი ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,7 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 4437,4 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 0,1  მილიონი ბარელით  და შეადგინა  209,4 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  0,1 მილიონი ბარელით და შეადგინა  106,2 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,0 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

უკრაინაში ამოქმედდა ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი

დღეიდან, 20 ოქტომბრიდან უკრაინის მოქალაქეები ელექტროენერგიას შეზღუდვით იღებენ. გრაფიკი 07:00-დან 22:00 საათამდე მოქმედებს. კომპანია „უკრენერგო“-ს ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებს და რაიონებს ენერგომომარაგება რიგრიგობით შეუწყდებათ მაქსიმუმ 4 საათით. კომპანია ამ ზომას იძულებითს უწოდებს და აცხადებს, რომ 10 ოქტომბრიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოსისტემაზე განახორციელეს იმაზე მეტი თავდასხმა, ვიდრე ომის დაწყებიდან 8 თვის განმავლობაში. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთმა ერთ კვირაში ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

იანვარ-სექტემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი კი – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 77,2 ათასი ტონა, რაც 7,7 ათასი ტონით ანუ 9,1%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (84,9 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 48,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 63,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი – 12,9 ...

Read More »