Author Archives: admin

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

მ/წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,03 ათასი ტონა, რაც 2,42 ათასი ტონით ანუ 15,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15,61 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 3,71 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 3,32 ათასი ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი – ნავთობპროდუქტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომლის ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენება, თითოეული ტვირთი ქვეყნისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს

ნავთობპროდუქტები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლის ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თითოეული ტვირთი, რომელიც საქართველოზე გადის, ეს ქვეყნისთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს. „რაც შეეხება მონაცემებს, რომლითაც ტრანზიტის მიმართულებით ქვეყანაში ხდება დატვირთვა, ნავთობპროდუქტები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომლის ტრანზიტისთვის საქართველოს ტერიტორია გამოიყენება. გარდა ამისა, არის ძალიან ...

Read More »

რომელი ქვეყნების ელექტროსისტემებთან ხდება ოპერირება ზამთრის სეზონზე

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ვახტანგაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „პროფესიონალები“ განაცხადა, რომ სეზონის პერიოდიდან გამომდინარე, საქართველოს უწევს ძირითადად რუსეთის ან აზერბაიჯანის ელექტროსისტემებთან ოპერირება. „ზამთრი სეზონის პერიოდიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში, ძირითადად რუსეთის ან აზერბაიჯანის ელექტროსისტემებთან ვოპერირებთ. რუსეთის და ყოფილი დსთ-ს ქვეყნების სისტემები უფრო ფართო მოცულობის და მასშტაბური სისტემებია და მათთან ოპერირება საიმედოობის კუთხით უფრო სარგებლის ...

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი „ნენსკრა-ჰესის“ ინვესტორი კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ნენსკრა-ჰესის“ ინვესტორი კომპანიის, K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. „ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ნენსკრა -ჰესი“ ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

უკრაინა და აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავენ

უკრაინა და აშშ უკრაინაში მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობისთვის საპილოტე პროექტს იწყებენ. შესაბამის შეთანხმებას აშშ-შიმიაღწიეს. „როდესაც რუსი ბარბაროსები აწარმოებენ უსამართლო ომს ჩვენს წინააღმდეგ და ცდილობენ, გაანადგურონ ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, უკრაინა მუშაობს არამხოლოდ თავდაცვასა და სწრაფ აღდგენაზე, არამედ უკვე გეგმავს ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის აშენებას. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კერიმ და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში ...

Read More »

Repubblica: ევროპაში გაზის ფასი 3 წლის განმავლობაში 100 ევროზე ნაკლები არ იქნება

ევროკავშირში მომდევნო წლებში ბუნებრივი აირის ფასი მგვტ-ზე 100 ევროზე ნაკლები არ იქნება, რაც გამოიწვევს ფულის გადინებას ევროპიდან გაზის მომწოდებელ ქვეყნებში. ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Repubblica საექსპერტო საზოგადოებაზე დაყრდნობით წერს. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ტრანსფორმაცია მოხდება ასევე ევროპის მრეწველობის, რომელმაც ძვირიანი ენერგორესურსების ფონზე უნდა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე. მიუხედავად ფასების ნახტომისა რაც სპეკულაციებითაა განპირობებული, გაზზე ფასს დაადგენს საბაზრო მექანიზმები, პირველ ...

Read More »

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით კუსტარული და მკვლელი გაზის 1 390 დანადგარი ჩახსნეს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქის მასშტაბით 1 390 კუსტარული და მკვლელი გაზის დანადგარი ჩახსნეს საცხოვრებელი ბინებიდან. საუბარია ღია კამერიან წყლის გამაცხელებლებზე, ეგრეთ წოდებულ კალონკებსა და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარებზე. „თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის. დაიცვან გაზის უსაფრთხო მოხმარების აუცილებელი წესები.

Read More »

თბილისის ქუჩები, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

14 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II, IV მიკრორაიონების, 26 მაისის, კოსტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, კაპანელის, ქანთარიას, ხომლის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ...

Read More »

BMW აშშ-ში ელექტრომობილების წარმოებაში 1.7 მილიარდ დოლარს ჩადებს

გერმანულმა საავტომობილო კონცერნმა BMW-მ გამოაცხადა, რომ აპირებს 1.7 მილიარდი დოლარის ინვესტირებას შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების წარმოებაში. კომპანია გეგმავს 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას სპარტანბურგის ქარხანაში, ასევე 700 მილიონი აშშ დოლარის ახალ ბატარეის წარმოების ქარხანაში ვუდროფში. ორივე საწარმოო ობიექტი განთავსდება სამხრეთ კაროლინაში. ეს კონცერნის მიერ განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა, განაცხადა BMW Group-ის თავმჯდომარემ ოლივერ ზიპსემ. სამხრეთ კაროლინას გუბერნატორის ჰენრი მაკმასტერის თქმით, კომპანიის კაპიტალის ...

Read More »

რამდენიმე კვირიანი შემცირების შემდეგ, აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,51 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 98,47 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »