Author Archives: admin

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,18 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 97,29 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

განახლებად ენერგიაზე სწრაფმა გადასვლამ შეიძლება დაზოგოს $12 ტრილიონი 2050 წლისთვის

კლიმატური ცვლილებების გზაზე ერთერთი ყველაზე გავრცელებული დაბრკოლება არის ის, რომ ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ჯდება. თუმცა Joule Tuesday – ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ყველაფერი პირიქითაა. წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ენერგო სისტემიდან განახლებაზე დამოკიდებულ ენერგო სისტემაზე სწრაფი გადასვლით დაიზოგება მსოფლიო მასშტაბით ტრილიონი დოლარი, 2050 წლისთვის. „გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ სუფთა მწვანე ენერგიაზე გადასვლა იქნება მტკივნეული, ძვირადღირებული და მოითხოვს მსხვერპლს ყველა ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

ევროპაში არანორმალურად თბილი ზამთარი გაზზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს

მომავალ ზამთარში ევროპას სავარაუდოდ არანორმალური სიცხე დაემუქრება – ტემპერატურა ისტორიულ მაჩვენებლებს გადააჭარბებს. აღნიშნულის თაობაზე Copernicus-ის კვლევაზე დაყრდნობით, Bloomberg-ის კლიმატის სამსახური იუწყება. მეცნიერები თვლიან, რომ საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება ბალტიის, ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო რეგიონებში. დიდ ბრიტანეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ზამთარი ასევე თბილი იქნება, ხოლო საფრანგეთსა და გერმანიაში ნალექი გაცილებით ნაკლები მოვა. მასალაში აღნიშნულია, რომ მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ შეამცირებს ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას 11%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 11%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 211 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »
ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

რამდენად გაამართლებს ენერგეტიკული და კლიმატური კრიზისის დაძლევის შვედური მოდელი?

მეორეული გადამუშავება, მწვანე ენერგია, ყაიარათიანობა – მაინც რა არის რეცეპტი, რომ ენერგეტიკული და კლიმატური კრიზისები დავძლიოთ? ამ კითხვებზე გარკვეული პასუხის გასაცემად „ევრონიუსი“ შვედეთში ჩავიდა ქალაქ მალმეში,  რომელიც სახელგანთქმულია თავისი მდგრადი ეკონომიკით, რადგან ხელისუფლება ცდილობს, კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. ოლოფი და  მისი მეუღლე იუკი ინდუსტრიული დიზაინერები არიან. ორივე ამაყობს საკუთარი ხელით მოწეული მოსავლით, რომელიც შვედეთის სამხრეთით, ქალაქ მალმეს ხელისუფლების მიერ იჯარით აღებულ ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

გერმანული გაზსაცავები 100%-ითაა შევსებული

გერმანიამ სრულად შეავსო გაზის საცავები. გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს ყოველდღიური ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც სამშაბათს განახლდა, აზერბაიჯანული Report იუწყება. “ინექციები გრძელდება. გერმანიაში შევსების საერთო დონემ 100%-ს მიაღწია”, – ნათქვამია ანგარიშში.  

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  15 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.14 (-  2.85)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.87  (-  3.09)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ბოსნია-ჰერცოგოვინა, იონი-ადრიატიკის მილსადენის პროექტის გაფართოებას გეგმავს

ბოსნია-ჰერცეგოვინა ძალიან დაინტერესებულია აზერბაიჯანულ გაზზე წვდომით. ამის შესახებ დღეს Trend-ს ბოსნია-ჰერცეგოვინის ყოფილმა პრეზიდენტმა მლადენ ივანიჩმა განუცხადა. მისი თქმით, ბოსნია და ჰერცეგოვინა ძალიან დაინტერესებულია იონი-ადრიატიკის მილსადენის (IAP) პროექტით, რომელიც დაკავშირებულია ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP), რომელიც თავის მხრივ სამხრეთ გაზის დერეფნის ნაწილია. „ჩვენ უკვე გავაფორმეთ რეგიონალური შეთანხმება. ეს პროექტი შესაძლოა გაგრძელდეს ალბანეთიდან ჩერნოგორიის, ხორვატიის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და დასავლეთ ევროპის მიმართულებით. მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო, ჩვენ ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაზის ჰაბის შექმნის საკითხს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან დეკემბრის დასაწყისში, აშხაბადში ვიზიტისას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, უკვე გააკეთეს განცხადებები თურქეთში ენერგეტიკული ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით. იმ ნაბიჯების წყალობით, რომელიც იგეგმება, თურქეთი ბუნებრივი აირის განაწილების ცენტრი გახდება. გაზის ჰაბის შექმნის საკითხის განხილვა მომავალი ...

Read More »

IAEA ექსპერტებს გაგზავნის უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო(IAEA) უახლოეს კვირებში ბირთვული უსაფრთხოების მისიას გაგზავნის უკრაინის სამ – იუჟნოუკრაინსკის, ხმელნიცკის და როვნოს მოქმედ ატომურ ელექტროსადგურებზე და ჩერნობილის დახურულ ატომურ სადგურზე. საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ექსპერტების გაგზავნა უკრაინამ ითხოვა. გროსის თანახმად, თავდაპირველად თითოეული მისია დაახლოებით ერთ კვირას გასტანს და საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მუდმივად იმყოფებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ...

Read More »