Author Archives: admin

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სსე-ის, კომპანია MERCADOS-ის და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სსე-ის, კომპანია MERCADOS-ის და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს „ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და წყალბადის სექტორის განვითარების პროგრამის მომზადების პროექტი“-ს ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების ოპტიმალური სიმძლავრისა და ტევადობის დასადგენად საჭირო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრას. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირების სცენარები, ბატარეის მოდელირების პრინციპები, ენერგიის ...

Read More »

TotalEnergies-მა 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ენერგიის ფასების მკვეთრად გაზრდის შედეგად, 2022 წელს ფრანგული TotalEnergies-ის მოგება, კონკურენტების მსგავსად, რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ნავთობგიგანტის მოგება 2021 წელთან შედარებით გაორმაგდა და რეკორდულ $36.2 მილიარდს მიაღწია. 2022 წლის მეოთხე კვარტალში TotalEnergies-ის წმინდა მოგება $7.6 მილიარდს გაუტოლდა. მიუხედავად ამისა, დეკემბერში კომპანიამ $4.1 მილიარდი იზარალა მას შემდეგ, რაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ რუსული ბუნებრივი აირის გიგანტ Novatek-ის დატოვების ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს

2023 წლის 9 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.09 (+   1.40)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.47   (+   1.33)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რა არის მიწისძვრა, რატომ და როგორ ხდება

მიწისძვრა მაშინ ხდება, როდესაც დედამიწის ორი ფილა უცაბედად ერთმანეთის შეეჩეხება. ზედაპირს, სადაც ისინი ერთმანეთს ეჩეხებიან, რღვევას უწოდებენ. ადგილს დედამიწის ზედაპირქვეშ, სადაც მიწისძვრა იწყება, ჰიპოცენტრს უწოდებენ, ხოლო ადგილს პირდაპირ მის ზემოთ, მიწისპირზე, ეპიცენტრი ეწოდება. ზოგჯერ, მიწისძვრას აქვს ე. წ. ფორშოკები. ეს გახლავთ მცირე მიწისძვრები, რომლებიც დიდ მიწისძვრამდე ხდება. დიდი მიწისძვრის მოხდენამდე, მეცნიერებს არ შეუძლიათ იმის თქმა, რომ ესა თუ ის მიწისძვრა ფორშოკია. ძირითად ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.4 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 2.4 მლნ  ბარელით და შეადგინა 455.1 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 5.0 მილიონი ბარელით  და შეადგინა  239.6 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,93 მილიონი ბარელით და შეადგინა  120.5 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,2 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

„ეკვინორის” მოგებამ 2008 წელს დამყარებულ რეკორდს 2,2-ჯერ გადააჭარბა და 74,9 მილიარდ დოლარს მიაღწია

ანის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი” იუწყება. ნავთობისა და გაზის ნორვეგიული კომპანია „ეკვინორის” წლიურმა საოპერაციო მოგებამ 74,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ მოგებას 2,2-ჯერ აღემატება. მეოთხე კვარტალში მიღებულმა პროგნოზირებულზე უფრო მაღალმა მოგებამ „ეკვინორის” აქციების ფასი 7%-ით გაზარდა. აღსანიშნავია, რომ „ეკვინორმა” 2023 წელს  ნავთობისა და გაზის მთლიანი მოპოვება 2022 წელთან შედარებით  2%-ით შეამცირა (ნავთობის მოპოვება შემცირდა 6%-ით, გაზის მოპოვება კი გაიზარდა 8%), ...

Read More »

გიორგი ფანგანი „თვინინგ ლაითის“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა დიგიტალიზაციის შესახებ  თვინინგ ლაითის პროექტის დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გიორგი ფანგანმა ხაზი გაუსვა სემეკისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელობას. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ეფექტიანობაზე, რომლის ფარგლებშიც უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეგულირებისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგია შემუშავდა. „დიგიტალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს სემეკისთვის. სათანადო მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა, მონაცემების ...

Read More »

დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე პროექტის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე „თვინინგ ლაითის“ დახურვის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა. სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზების პროცესმა, ასევე მსოფლიოში ტექნოლოგიების როლის სწრაფმა გაზრდამ, დიგიტალიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აქცია. „დარწმუნებული ვარ, სემეკის,  სხვა შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მალე შეძლებს შექმნას და განავითაროს კონკურენტული და ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2023 წლის იანვრის თვეში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,60 ათასი ტონა, რაც 0,20 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,40 ათასი ტონა) შედარებით. მ/წლის იანვრის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,39 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი – 0,29 ათასი ტონა (18,1%); ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მხარდაჭერის ახალი სქემა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ინვესტორებთან შეხვედრაში, რომლის დროსაც განხილულ იქნა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული აუქციონების ჩატარების პროცედურები. შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). შეხვედრას ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ...

Read More »