„ეკვინორის” მოგებამ 2008 წელს დამყარებულ რეკორდს 2,2-ჯერ გადააჭარბა და 74,9 მილიარდ დოლარს მიაღწია

ანის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი” იუწყება.

ნავთობისა და გაზის ნორვეგიული კომპანია „ეკვინორის” წლიურმა საოპერაციო მოგებამ 74,9 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ მოგებას 2,2-ჯერ აღემატება.

მეოთხე კვარტალში მიღებულმა პროგნოზირებულზე უფრო მაღალმა მოგებამ „ეკვინორის” აქციების ფასი 7%-ით გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ „ეკვინორმა” 2023 წელს  ნავთობისა და გაზის მთლიანი მოპოვება 2022 წელთან შედარებით  2%-ით შეამცირა (ნავთობის მოპოვება შემცირდა 6%-ით, გაზის მოპოვება კი გაიზარდა 8%), მაგრამ ამის მიუხედავად, მოგება არნახულად გაიზარდა და 2008 წლის რეკორდს (36,2 მლრდ დოლარი) ორჯერ გადააჭარბა.

ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანის მიერ 2002 წელს მიღებული მოგება აღემატება 2018-2021 წლწში ჯამურად მიღებულ მოგებას (68,9 მლრდ დოლარი).

წყარო: ipress.ge

Leave a Reply