Author Archives: admin

ესტონეთი უკრაინას 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს

ესტონეთი უკრაინას, 27 საქალაქო ავტობუსსა და 13 ელექტროგენერატორს საჩუქრად გადასცემს. უკრაინაში ავტობუსების გაგზავნის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, და აღნიშნა, რომ უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, ჰუმანიტარული დახმარებაც სჭირდება. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტალინის ხელისუფლებასთან ერთად, უახლოეს მომავალში უკრაინაში, სასწრაფო დახმარების ორი მანქანის გაგზავნას გეგმავს. წყარო: europetime.eu

Read More »
2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული გაზით მომარაგდება

თურქეთი მზადაა, თურქმენული გაზი ტრანზიტით ევროპას მიაწოდოს

ანკარა მზადაა, თურქმენეთიდან ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს. ამის შესახებ თურქმენული მედია, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარის მუსტაფა შენტოპის აშხაბადში ვიზიტის შემდეგ იუწყება. მედიის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში კონტაქტების დამყარების ფართო პერსპექტივები არსებობს და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, თურქმენული ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს.

Read More »

ზამთარში უშუქოდ დარჩენა არ გვემუქრება, ენგურჰესის ჩანაცვლება მოხდება თბოელექტროსადგურებით და იმპორტით – ენერგეტიკოსი

ზამთარში უშუქოდ დარჩენა არ გვემუქრება, ენგურჰესის ჩანაცვლება მოხდება თბოელექტროსადგურებით და იმპორტით, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, თბოელექტროსადგურების გამომუშავება 800 მგვტ-ია, რომელსაც უკვე ვამუშავებთ. „ასე რომ პრობლემა, შეფერხება ჩვენ ენერგომომარაგებაში არ გვექნება. თუმცა ბუნებრივია ეს არ იქნება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი. რაც შეეხება ენგურს, ჰიდროლოგია წელს საკმაოდ ნორმალური იყო 4 მლრდ-ზე მეტი გამოიმუშავა უკვე ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

შავ ზღვაში გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, შავი ზღვაში, საქარიას საბადოს მიმართულებით გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა. ფატიჰ დონმეზის ინფორმაციით, შავ ზღვაში აღმოჩენილი თურქეთის საბადოების რესურსების გამოყენება 25-30 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა ზამთრის სეზონზე არ შეექმნება. „არ არის მოსალოდნელი ტარიფების ცვლილებაც“. მინისტრი ასევე შეეხო რუსეთთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე, სინოპში, კიდევ ერთი ...

Read More »

ძლიერი აფეთქება სანკტ-პეტერბურგში – წინასწარი მონაცემებით, აფეთქებულია გაზსადენი

19 ნოემბერს დღისით აფეთქება მოხდა „ბელოუსოვო-ლენინგრადის“ მაგისტრალის გაზსადენზე, რასაც შემდგომში ხანძარი მოჰყვა. კომპანია „გაზპრომ სანქტ-პეტერბურგის“ ცნობით, რაც შემდეგ გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომაც დაადასტურა თავის ტელეგრამის არხში, – აფეთქება მოხდა პეტერბურგის საზღვართან სოფლებს, ბერნგარდოვკასა და კოვალიოვოს შორის. ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და არ არსებობს ხანძრის საცხოვრებელ ადგილებში გავრცელების საშიშროება.

Read More »

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგოსისტემის 50 პროცენტი მწყობრიდან გამოვიდა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის, თითქმის, 50% მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. როგორც ცნობილია, რუსეთი განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რითაც ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას და ართმევს მათ შუქს, წყალს, სითბოს და კომუნიკაციას ზამთრის პერიოდში. „მხოლოდ 15 ნოემბერს რუსეთმა 100-მდე რაკეტა ესროლა უკრაინის ქალაქებს. ჩვენი ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი გათიშულია“, – დასძინა უკრაინის მთავრობის ...

Read More »

სიცივე და თოვლი ენერგოკრიზისის ფონზე

რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. ამ დროს კიევში პირველი თოვლი მოვიდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ხალხის ტანჯვას, რომელიც საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტს ებრძვის. კიევი აცხადებს, რომ 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რუსეთის სარაკეტო დარტყმების ბოლო ტალღის შემდეგ. სულ უფრო მეტი მცხოვრები დგება რიგში დახმარების მისაღებად ხერსონში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგების აღსადგენად, ხელისუფლებამ გააფრთხილა ხალხი, რომ ...

Read More »

საფრანგეთმა და ესპანეთმა განაცხადეს, რომ 2035 წლისთვის ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს შეაჩერებენ

საფრანგეთი და ესპანეთი შეუერთდნენ დაპირებას, რომ 2035 წლისთვის, ადრე დაგეგმილზე ხუთი წლით ადრე, შეაჩერებენ ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვებს, რაც არის ნახშირბადის დაბალი შემცველობის ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების მცდელობის ნაწილი. ამის შესახებ Reuters წერს. ქვეყნებმა თავიანთი პირობა ეგვიპტის შარმ ელ-შეიხში, COP27 კლიმატის მოლაპარაკებებზე დადეს, ნულოვანი ემისიის მანქანების დეკლარაციის (ZEVD) ახალ ხელმომწერთა ჯგუფს შორის, რომელიც გასულ წელს გლაზგოში გამართულ კონფერენციაზე დაიწყო. ხელმომწერებმა, მათ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.78 (-  3.08)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.64 (-   3.95)  დოლარი/ბარელზე

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

მავრიტანია და BP-ი მწვანე წყალბადის პროექტების განვითარებაზე შეთანხმდნენ

ბრიტანულ ენერგეტიკულ კომპანია BP-სა და მავრიტანიას შორის, მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალის შესასწავლად, შეთანხმება გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმი დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში, სადაც კომპანია უკვე მუშაობს თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) დიდ ობიექტზე, BP-ის მუშაობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ვადისა და სხვა დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გასაჯაროებულა. გეგმის თანახმად, საწყის ეტაპზე, ბრიტანული ენერგოგიგანტი ხმელეთზე ქარისა და მზის ენერგიის გამოსამუშავებლად საჭირო პროექტების მშენებლობის შესაძლებლობებს ...

Read More »