Author Archives: admin

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83.63 (-  1.78)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.28 (-  1.66)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ჭარბი ნახშირორჟანგი დედამიწის ზედა ატმოსფეროს ზომაში ამცირებს

დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის ზრდამ შეიძლება გაართულოს დედამიწის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ნაგვის დასუფთავების ძალისხმევა. ორი ახალი კვლევის მიხედვით, ამ სათბურის აირმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზედა ატმოსფეროს შეკუმშვაში. ასეთ შეკუმშვას უკვე ათწლეულებია პროგნოზირებდნენ, მაგრამ მისი შემჩნევა პირველად სწორედ ახლა მოხერხდა. მეცნიერთა მიერ დაფიქსირებული ზოგიერთი შეკუმშვა ნორმალურია და კვლავ გაიშლება, მაგრამ CO2-ის მიერ შეტანილი წვლილი სავარაუდოდ სამუდამოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრავი ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. „აღნიშნული კანონი ძალაშია 2018 წლიდან, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება გარემოსდაცვითი შეფასების სისტემური გაუმჯობესება, რათა უზრუნველვყოთ ყველა იმ საქმიანობის სრულყოფილი შეფასება, რომელიც გარემოს ზემოქმედების შეფასებას ექვემდებარება და გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა. ეს არის უმთავრესი ამოცანა და კარგი გარემოს დაცვითი მმართველობის ...

Read More »

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას, 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს

სერბეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიღებას 2023 წლის დასაწყისიდან გეგმავს. ამის შესახებ სერბეთის სამთო და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩმაგანაცხადა. მისივე თქმით, „სერბეთმა იანვრიდან უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან, თუ ყველა წინაპირობა დაკმაყოფილდება“. ჯედოვიჩმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ბულგარეთის გავლით ელექტროენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე. აზერბაიჯანისა და სერბეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და ალექსანდრ ვუჩიჩის სატელეფონო საუბრის შემდეგ, 2022 წლის 21 ...

Read More »
ბოლივიაში აღმოჩენილია ახალი ნავთობსაბადო

თურქეთის ქალაქ ადანაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

თურქეთის ქალაქ ადანაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ადანაში ჩუკუროვას რაიონში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი 8-10 მილიონ ბარელს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, დარგის განვითარებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი 800 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმიდან მიმდინარეობს. ზოგადად აქ 10 ჭაბურღილი გაიბურღება, დღიური წარმოება კი ათას ბარელამდე იქნება. წყარო: ...

Read More »

კლიჩკო არ გამორიცხავს, რომ კიევში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები გაზაფხულამდე გაგრძელდეს

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ქალაქში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები შესაძლოა, გაზაფხულამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ მან “რბკ-უკრაინასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა. “ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ, გადავიდეთ მკაფიო გრაფიკზე, რომ სიურპრიზები არ იყოს და შემდეგ გადავიდეთ ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებაზე. მაგრამ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ გათიშვა შეიძლება, გაზაფხულამდე გაგრძელდეს”, – თქვა უკრაინის დედაქალაქის მერმა. კლიჩკოს თქმით, სპეციალისტები ელექტროენერგიის მიწოდების ...

Read More »

გაზპრომი „ჩრდილოეთის ნაკადებს“ აკონსერვებს

რუსული გაზპრომი „პორტოვაიასა“ და „სლავიანსკაიას“ საკომპრესორო სადგურებზე გაზის სატუმბი მოწყობილობების დაკონსერვებას იწყებს, რომლებითაც ბუნებრივი გაზი ჩრდილოეთის ნაკადსა და ჩრდილოეთის ნაკადი 2–ს მიეწოდებოდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. კონსერვაციის შემდეგ სადგურებიდან აღჭურვილობას არ გაიტანენ, ის ადგილზე დარჩება. აუცილებლობის შემთხვევაში დაკონსერვებული მოწყობილობები უმოკლეს ვადებში გაეშვება, ირწმუნებიან რუსული სააგენტოების წყაროები. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად გაზპრომში კომენტარს არ აკეთებენ. წყარო: gbc.ge

Read More »

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის – ანგარიში

საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახალ საბაზრო შესაძლებლობებს ქმნის. ამის შესახებ China-CEE ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი. ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანში, საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB) მეზობელ ქვეყნებს კასპიის რეგიონში ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ექნებათ წვდომა და ასევე თხევადი გაზის ტერმინალებზე. „ეს პროექტი ცვლის თამაშის წესებს ბულგარეთის ენერგეტიკულ ბაზარზე და ზრდის საფასო კონკურენციას, ასევე უზრუნველყოფს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას“, – ნათქვამია ანგარიშში. IGB, რომელიც ...

Read More »

პოდოლიაკი: რუსები ვერ შეძლებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ. „რუსი სამხედროები დატოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რადგან მათი თავდაცვის ხაზი თანდათან შორდება რუსეთის ფედერაციის საზღვრებს. ბოლოს და ბოლოს, როდესაც რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და ყველა საერთაშორისო წარმომადგენლობამ ხელი აიქნია და თქვა: „კარგი, კარგი“. ახლა ასეთი ამბავი არ გამოდგება. მთელი მსოფლიო ღიად აცხადებს, რომ „როსატომს“ არ აქვს ლეგალური ...

Read More »