თურქეთის ქალაქ ადანაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ადანაში ჩუკუროვას რაიონში აღმოჩენილი ნავთობის მარაგი 8-10 მილიონ ბარელს შეადგენს.
ინფორმაციის თანახმად, დარგის განვითარებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი 800 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება დაახლოებით 350-400 მეტრის სიღრმიდან მიმდინარეობს. ზოგადად აქ 10 ჭაბურღილი გაიბურღება, დღიური წარმოება კი ათას ბარელამდე იქნება.
წყარო: commersant.ge