Author Archives: admin

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

2025 წლისთვის, იტალია რუსულ გაზს სრულად ჩაანაცვლებს

2025 წლისთვის იტალიაში რუსული გაზი სრულად ჩანაცვლდება. ამის შესახებ მედია ენერგოკომპანია Eni-ს აღმასრულებელ დირექტორზე კლაუდიო დესკალციზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, 2023 წელს რუსული გაზის წილი იტალიის ბაზარზე 6-7% იქნება. ამჟამად რუსული გაზი 50%-ით ჩანაცვლდა. დესკალციმ აღნიშნა, რომ იტალიის ხელისუფლებამ გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების ძებნა თებერვალში დაიწყო, მიმართა აფრიკის ქვეყნებს, ახლო და შორეულ აღმოსავლეთს და შეერთებულ შტატებს. „ჩვენ უკვე მოვახერხეთ 21-23 მილიარდი ...

Read More »

რუსული ნავთობის მკვეთრმა გაიაფებამ რუბლის ვარდნა გამოიწვია

რუსული ნავთობის მკვეთრმა გაიაფებამ რუბლის ვარდნა გამოიწვია. თითქმის ორთვიანი შედარებითი სტაბილურობა შემცირების ტენდენციამ შეცვალა. რუსულ ნავთობზე ფასების ორკვირიანი ვარდნის ფონზე ორშაბათის საბირჟე ვაჭრობაზე ევროს კურსი, ოქტომბრის თვიდან პირველად, 64 რუბლს ასცდა, დოლარისა კი – 61 რუბლს. ნოემბრის პირველი კვირიდან Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 15%-თ გაიაფდა და 80 დოლარს ჩამოსცდა გლობალური რეცესიის საფრთხისა და ჩინეთიდან მოსული სიახლეების ფონზე, სადაც COVID-19-ის აფეთქებამ ...

Read More »

საქართველოში რუსული საწვავის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა – IDFI

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის მიხედვით, რუსული საწვავის იმპორტი საქართველოში 5% -ით გაიზარდა. ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციამ გამოიკვლია 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემები. “ნავთობის სექტორში რუსული პროდუქციის წილი გაზრდილია. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, მაისიდან ივნისის ჩათვლით, რუსული ნავთობის წილის ზრდამ ქართულ ბაზარზე 5% შეადგინა, შესაბამისად, ტენდენცია მზარდია. ბუნებრივი აირის სექტორში საქართველოში იმპორტი ძირითადად აზერბაიჯანიდან ხორციელდება. 2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზში გადახდილი თანხა ...

Read More »

რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აღარ უშვებს უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს

რუსეთმა დაადასტურა უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი თანამშრომლების ნაწილს აუკრძალეს სადგურის ტერიტორიაზე შესვლა. რუსული კონცერნის „როსენერგოატომ“-ის გენერალური დირექტორის მრჩეველმა რენატ კარჩაამ სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ საშვები დაუბლოკეს მათ, ვინც უარს ამბობს ახალ დამსაქმებელთან, რუსეთის მიერ შექმნილ სააქციო საზოგადოებასთან მუშაობასა და შესაბამისი კონტრაქტების ხელმოწერაზე. კარჩაას თანახმად, ახალ ხელშეკრულებას არ დათანხმდნენ „ერთეულები“, თუმცა, კონკრეტულად რამდენი, არ ...

Read More »

დმიტრო კულება აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად უკრაინას ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად ქვეყანას სჭირდება ტრანსფორმატორები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამის შესახებ კულებამ კიევში ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „იმისთვის, რომ აღვადგინოთ ენერგოსისტემა, ჩვენ გვჭირდება ორი რამ: ტრანსფორმატორები, ეს არის ენერგოსისტემის ყველაზე დიდი ნაწილი და გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, რათა ჩამოვაგდოთ მტრის რაკეტები, რომლებითაც ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება“, – ...

Read More »

უკრაინაში არც ერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი – შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ამბობს, რომ უკრაინაში ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგურმა განიცადა თავდასხმა. „დღეს უკრაინაში არც ერთი თბო და ჰიდროელექტროსადგური არ არსებობს, რომელიც მტრის მიერ არ არის დაბომბილი. ამის მიუხედავად ჩვენი ენერგოსისტემა მძიმე სისტემური ავარიიდან გამოვიდა. ამ მომენტისთვის ელექტროენერგიის მწარმოებლები უზრუნველყოფენ მოხმარების საჭიროების 70%-ს”, – განაცხადა შმიგალმა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ელექტროენერგია უკრაინის თითქმის მთლიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება.

Read More »

სემეკის ინიციატივით საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და  სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის მხარდაჭერით,  საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა. კლუბის ფარგლებში გამართულ პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა, თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა და  ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკული კლუბის დაფუძნების მნიშვნელობაზე. ენერგეტიკული კლუბის გახსნას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, ლიცენზიატი კომპანიების, ...

Read More »
რა სარგებელს მოუტანს "ნენსკრაჰესი" ქვეყნის ეკონომიკას

ნენსკრა ჰესის ინვესტორ კომპანიას მთავრობა ახალ ვადებს აძლევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიას კიდევ ერთ შანსს აძლევს და წლის ბოლომდე შეთანხმებას გეგმავს. „შერჩეულია კორეული სახელმწიფო კომპანია K-Water, რომელსაც მთავრობა მხარს დაუჭერს, თუკი იგი მზად იქნება პროექტი განახორციელოს და ახალ ვადებში რეალური შედეგი დადოს. კიდევ ერთი შანსი მივეცით კომპანიას და წლის დასაწყისიდან დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, პირობებიც განვაახლეთ. ეს პირობები თავიდანვე კონკურსით ...

Read More »

აზერბაიჯანი უკრაინას ელექტროქსელების აღდგენაში შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებით დაეხმარება

აზერბაიჯანი უკრაინას ელექტროქსელების აღდგენაში შესაბამისი აღჭურვილობის მიწოდებით დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს, პარვიზ შახბაზოვს. მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ რთულ ვითარებაზე, რაც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ძალების მასირებულმა იერიშებმა გამოიწვია. „მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად, კერძოდ, ელექტროტექნიკური აღჭურვილობის მიწოდებაზე“, – ნათქვამია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელქტრომომარაგება შეუწყდება

29 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების Xა, Xბ კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, თემქის, ჩარგლის, გომარეთის, ბახმაროს, ახტალის და ლეჩხუმის ქუჩების   მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, პურის მოედნის, გორგასლის, სადგურის, კალანდაძის, ნადიკვარის, ასათიანის, აბო თბილელის და ხანძთელის ...

Read More »